"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია" - რას ჰყვება საკუთარ თავზე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი და გიორგი უშიკიშვილის მეუღლე - მშობლები

"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია" - რას ჰყვება საკუთარ თავზე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი და გიორგი უშიკიშვილის მეუღლე

2023-11-05 22:12:51+04:00

"ჩემი პერსონაჟი არის შეყვარებული გოგო, რომელიც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება ადამიანისგან, რომელიც უყვარს და გოგოსგან, რომლითაც აღფრთოვანებულია", - ამბობს მაკოს როლის (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") შემსრულებელი ნანუკა კუპატაძე.

რას ეუბნება მსახიობი იმ გოგონებს, რომელთა ცხოვრებაშიც მსგავსი ამბავი ხდება; რატომ არ უყურებს სერიალს მეუღლესთან (გიორგი უშიკიშვილი) ერთად, ვინ ენატრება ყველაზე მეტად და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 28 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. იმდენად პატარა ასაკიდან მქონდა ეს სურვილი, არც მახსოვს, ინტერესი როგორ გამიჩნდა. ბაღიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა ღონისძიებაში. ვთვლი, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან ერთგული ვარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებს, ყველა მხარში მედგა, განსაკუთრებით - დეიდა, ის ძალიან იბრძოდა იმისთვის, რომ თეატრალურში ჩამებარებინა.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი, სიცილი, კარგი განწყობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...პროფესიული განვითარების და ამისთვის მუდმივად ვშრომობ.

- თბილისში ცხოვრობთ და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასის წევრი ხართ. ამას როგორ ახერხებთ?

- ეს ჩემი ოჯახისა და მეუღლის დამსახურებაა. ის ძალიან მიწყობს ხელს, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე ჩემს საყვარელ ქალაქში და ჩემს საყვარელ თეატრში. მე ხომ ქუთაისელი ვარ. განაგრძეთ კითხვა