24 წლის ნიკა ჯაიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი დიაგნოზი აპლაზიური ანემიაა. მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, თუმცა შესაფერისი დონორი არ მოიძებნა. დაავადებულმა ძვლის ტვინმა კი ძვლის დაჩირქება და დაშლა გამოიწვია.„2022 წლის მაისში დაეწყო პრობლემა. ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა გამოკვლევა, მძიმე ფორმის აპლაზიური ანემა დაუდგინდა, რასაც ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. ,რადგან საქართველოში დონორის მოძიების ბანკი არ არსებობს, იძულებული გავხდით, საზღვარგარეთ წავსულიყავით. თურქეთში სტამბოლში მედიკალპარის კლინიკაში ჩაუტარდა გამოკვლევა, სადაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს.
დონორად არც დედმამიშვილი და მშობლებია შესაფერისი, არც თურქეთში აღმოჩნდა შესაბამისი კანდიდატი. დონორის ძიება მსოფლიო ბანკის საშუალებით კლინიკის მიერ დაწყებულია, თუმცა ჯერ-ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს.
ჩაუტარდა ძვირადღირებული გამოკვლევები, მათ შორის ბიოფსია, აღმოჩნდა რომ ძვლის დაშლა ჰქონდა დაწყებული, ჰქონდა ჩირქი, სისხლში დიდი პროცენტი ვირუსი. 20 ოქტომბერს ფეხზე გაუკეთდა ოპერაცია, რომლის ღირებულება 12000$ შეადგენს თავისი გამოკვლევებით. მეორე ფეხზეც აქვს დაწყებული იგივე პრობლემა. ამჟამად მედიკალპარის კლინიკაში მკურნალობს
თუ ეხლა ოპერაციის თანხა არ დაიფარა, მკურნალობას ვეღარ გავაგრძელებთ, ამიტომ ვთხოვთ საზოგადოებას, დაგვეხმაროს ნიკას გამოჯანმრთელებაში“ - ამბობს ნიკას დედა ნაზი გაბაიძე.
GE52BG0000000162001902 საქ. ბანკი
GE43TB7867145068100021 თიბისი ბანკი