თათია შარანგიამ დუმილი დაარღვია. პიანისტმა და ტელეწამყვანმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვებზე სოციალურ ქსელში ეპასუხა. შარანგიამ ისაუბრა ჯარჯი თორაძესთან დაშორების თემაზე და ასევე ნანუკა გულუასთან მეგობრობაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც ისე კარგად გაგრძელდა, რადგან ტელეწამყვანი ამბობს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს...
"არცერთი წუთით მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ, მე ვარ ძალიან აფექტური ადამიანი, ჯარჯი ძალიან ემოციური. 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი. მაგრამ მერე უკვე ისეთმა საინტერესო რაღაცეებმა იჩინა თავი, რაზეც გული დამწყდა, თან გამიხარდა, იმიტომ, რომ ადამიანებმა გამოავლინეს თავიანთი თავი. მე არ მინდოდა, რომ დიდხანს გენერვიულათ და ამიტომ ძალიან მალე წავშალე ეს სტატუსი. მოკლედ, დაშორებულები მართლა არ ვყოფილვართ არცერთი დღე..." - თქვა შარანგიამ. განაგრძეთ კითხვა