ყველასთვის ცნობილია, რომ სუპერმოდელი ირინა შეიკი (ნამდვილი გვარი - შეიხლისლამობა), რუსეთის პროვინციაშია დაბადებული და საკმაოდ გაჭირვებული ბავშვობა აქვს გავლილი, სანამ ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდებოდა. მშობლიურ ფესვებთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, დედასთან და დასთან მუდმივი ურთიერთობა აქვს, დედა ბავშვის აღზრდაშიც ეხმარება ხოლმე და შვილის აღზრდის მეთოდებიც ისეთივე აქვს, როგორც დედამისს, რომელიც მათ ფულის დაზოგვას და შრომის ფასს ასწავლიდა.
ცოტა ხნის წინ ირინას ბავშვობის რამდენიმე ფოტო გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში და ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ყველაზე დიდი გამოხმაურება იმან გამოიწვია, რომ ირინა ბავშვობაშიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ახლა და ბევრმა აღნიშნა, რომ მას აბსოლუტურად ბუნებრივი სილამაზე აქვს, ყოველგვარი ჩარევების გარეშე, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია.
ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ირინას მშობლებსაც გამორჩეული გარეგნობა აქვთ. დედა დღესაც ულამაზესია.
ასევე მშვენიერი გარეგნობა აქვს ირინას დას, რომელიც მშობლიურ პროვინციაში გათხოვდა და იქვე დარჩა საცხოვრებლად.
ირინას ქალიშვილი ჯერჯერობით მეტად მამას - ცნობილ მსახიობ ბრედლი კუპერს ჰგავს, ვიდრე დედას.