მშობელი და შვილი რთული ფენომენია. მშობლის ბევრნაირი ტიპი არსებობს, თუმცა ზოგიერთისგან ბავშვს პრობლემა მეტი აქვს, ვიდრე შვება და დახმარება.
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ელიზაბეტ ლინლიმ მშობლების ოთხი ტიპი გამოავლინა, რომლებმაც ნებსით თუ უნებლიეთ, ბავშვთან ისეთი ქცევის ტაქტიკა აირჩიეს, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს.
კრიტიკოსი
ეს მშობელი ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა. ბავშვმაც წარმატებას რომც მიაღწიოს, ის მაინც მხოლოდ ნაკლს დაინახავს.
რაც არ უნდა ეცადონ ასეთ ოჯახში ბავშვები, რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდნენ, მათ გამუდმებით ეუბნებიან,რომ „უკეთესადაც შეიძლებოდა“. პრეტენზიების სია არასოდეს სრულდება.
ასეთ მშობლებს შეუძლიათ ორი ტიპის შვილი აღზარდონ:
სულთამხუთავი
თუ წაგიკითხავთ „მანიპულატორის“ თვისებები, იცოდეთ, რომ ისინი ამ ტიპის მშობელს ზუსტად შეეფერება. ისინი მუდმივად უწოდებენ შვილებს უმადურებს, აცხადებენ, რომ მათ მთელი სიცოცხლე შესწირეს მათ აღზრდას (თუმცა თავის გაწირვა არავის უთხოვია). შედეგად, ისინი შვილებში დანაშაულის უზარმაზარ გრძნობას აჩენენ, რომელთან გამკლავება მოზრდილისთვისაც კი ძალიან რთულია.
ასეთი მშობლებისგან გაქცევა და დამოუკიდებლად ცხოვრებაც არ არის გამოსავალი, რადგან გვერდიდან მაინც არ შორდებიან „უმადურ“ შვილს და თავისი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ: „მოწამე“ დედა ავად ხდება, საწოლიდან ადგომას ვერ ახერხებს და მოითხოვს მზურნველი შვილი გვერდიდან არ მოსცილდეს.
ჰიპერმზრუნველი
ზედმეტი დაცვისკენ მიდრეკილი მშობლები ბავშვის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ და ყველაფერს უკრძალავენ, რადგან ეშინიათ, „რამე არ დაემართოს“. მაქსიმალურად უზღუდავენ ბავშვის თავისუფლებას, რათა ნაკლები იყოს „რაიმეს დაშავების“ შანსი. მოგვიანებით ყველა საკითხშიც მსგავს მიდგომას იჩენენ: „რაში გჭირდება მეგობრები“, „არ შეიყვარო, თორემ გიღალატებენ“ და ა. შ.
ასეთი ბავშვი როცა იზრდება, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რადგან ყოველთვის დედა აკეთებდა ამას მის მაგივრად.
ცხელი და ცივი მშობელი
ასეთი მშობელი მოსიყვარულე და მზურველიდან წამიერად გარდაიქმნება მრისხანე ადამიანად. ასეთ მშობლებთან ბავშვები ვერ ხვდებიან, უყვართ თუ სძულთ ისინი. ხუთი წუთის წინ რომ აქებს და ეფერება, ხუთ წუთში შეიძლება თავზე დაამხოს ყველაფერი შემთხვევით დაღვრილი წვენის გამო.
ასეთ ადამიანებთან ცხოვრება ფეხის წვერებზე სიარულს ჰგავს და ბავშვის მუდმივ სტრესს იწვევს.
ფსიქოლოგი ელიზაბეტ ლინლი შეგვახსენებს, რომ მშობლების არასწორ ქცევას ბავშვებში ფსიქოლოგიური ტრავმა მოჰყვება, რაც თავს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. მომავალში, უკვე გაზრდილ ბავშვებს ეს ქცევა სხვა ადამიანებზე გადააქვთ. ისინი ყველა ურთიერთობას დამახინჯებულად აღიქვამენ, რადგან ქცევის სხვა, ადეკვატური მოდელი არ იციან.