საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტზე მუშაობს. როგორც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, მომდევნო წელს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები გაეზრდებათ. იზრდება სოციალური დახმარება და პენსიები.
კერძოდ, 2024 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით მეტი ექნება. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ზოგიერთ მასწავლებელს შეიძლება 600 ან 700 ლარით გაეზარდოს ხელფასი.
საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-ით გაიზრდება.
საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარით გაიზრდება.
ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. პრემიერ-მინისტრის თქმით, პენსიის მაქსიმალური ზღვარი 560 ლარი იყო და ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე − საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა.
2024 წელს გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება,
გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია.
2024 წელს, სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მილიონი ლარი, საიდანაც 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს, ხოლო 5 მილიონი ლარი მიიმართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:
მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.
2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 870,0 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა - მათ შორის, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 50 ლარით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება.
უფრო კონკრეტულად, როგორც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში კი თითქმის 500 ლარს გაუტოლდება;
ასევე, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება.
2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით; ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე 10%-ით.
უფრო ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში იხილოთ:
შეკითხვებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 299 09 00
თამარ იაკობაშვილი