მეგან მარკლის ეტლს მიჯაჭვული და მას სასამართლოში უჩივის - რა გახდა დების დაპირისპირების მიზეზი - მშობლები

მეგან მარკლის ეტლს მიჯაჭვული და მას სასამართლოში უჩივის - რა გახდა დების დაპირისპირების მიზეზი

2023-11-10 10:46:52+04:00

მეგან მარკლის ნახევარდა, სამანტა მარკლი, ჰერცოგინიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისგან სოლიდური თანხის გადახდას მოითხოვს. სამანტა ამტკიცებს, რომ მეგანის ინტერვიუს შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში მეგანის ახალი ფოტოები გამოჩნდა, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშფოთა. მათში სასექსის ჰერცოგინია ჩვეულებრივზე უფრო გამხდარიც კი ჩანდა, რის გამოც ბევრმა გადაწყვიტა, რომ იგი თავს დიეტებით იტანჯავს. თუმცა, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ასეთი მკვეთრი ცვლილებების მიზეზი შეიძლება ძლიერი სტრესიც იყოს, რადგან რამდენიმე თვეა ვრცელდება ხმები, რომ მეგანი და ჰარი განქორწინების ზღვარზე არიან. თუმცა, მეუღლეების ოფიციალური წარმომადგენლები ამ ჭორებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ოჯახში ყველაფერი კარგადაა.

megani-1699599645.jpg

თუმცა, მეგან მარკლის ცხოვრებაში კიდევ არის შეშფოთების მიზეზი და ის მის ნახევარდას, სამანტას უკავშირდება. მეგანის ოპრა უინფრისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ მან ჰერცოგინია ცილისწამებაში დაადანაშაულა და ფულადი კომპენსაცია მოითხოვა.

საქმე ჯერ 2022 წლის მარტში აღიძრა, მაგრამ სამანტამ ის წააგო. ახლა კი გადაწყვიტა, ბრძოლა განაგრძოს - ცოტა ხნის წინ კვლავ მიმართა სასამართლოს და განაჩენის გადახედვა მოითხოვა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სამანტა მიიჩნევს, რომ ინტერვიუში მისმა დამ ის "მატყუარად" და "შარლატანად" გამოიყვანა. სამანტას თქმით, ამან დიდად იმოქმედა მის რეპუტაციაზე და მისი წიგნის გაყიდვების შემცირება გამოიწვია. ახლა ის მეგანისგან არა მარტო ბოდიშის მოხდას, არამედ 75 ათასი დოლარის ოდენობის ზარალის ანზღაურებასაც ითხოვს.

მართლაც განახლდება თუ არა საქმე, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სამანტამ მოთხოვნა სასამართლოში ოფიციალურად უკვე შეიტანა.

გაფანტული სკლეროზით დაავადებული და ეტლით მოსარგებლე სამანტა მარკლის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჰერცოგინიას განცხადებების შემდეგ მის კლიენტს ავიწროებდნენ და დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან გასვლის ეშინოდა. თუმცა, ბოლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ მეგანს დის შეურაცხყოფის მიყენების განზრახვა არ ჰქონდა - ინტერვიუში მან უბრალოდ გაუზიარა ოპრას ბავშვობის მოგონებები.

შეგახსენებთ, რომ სამანტა პირველი ქორწინებიდან თომას მარკლის ქალიშვილია. მეგანი კი დორია რაგლანდთან მეორე ქორწინებაში გაჩნდა. სამანტას თქმით, მას ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა დასთან, სანამ ის პრინც ჰარიზე არ დაქორწინდა და თავი ვარსკვლავად არ იგრძნო.

samanta-1699599608.jpg
სამანტა მამასთან ერთად

მეგანი ამ სიტუაციას ცოტა სხვანაირად აღიქვამს. იგი თვლის, რომ მისი ნახევარდა მისი პოპულარობით სარგებლობას ცდილობს, ამიტომ რეგულარულად თანამშრომლობს ტაბლოიდებთან და მათ წარსული ცხოვრების დეტალებს უმხელს. გარდა ამისა, სამანტა მარკლი ხშირად საჯაროდ ადანაშაულებს დას ოჯახური პრობლემების შექმნაში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მათი მამა თომას მარკლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამანტამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ამაში მეგანი იყო დამნაშავე.