ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება. სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ეს ამბავი და როგორც გაირკვა, ქეთი ორსულობის მე-5 თვეშია.
ქეთიმ საგანგებო ფოტოსესიაც მიუძღვნა ამ ფაქტს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები.
ქეთისთვის და მისი რჩეულისთვის - სპორტსმენისა და პოლიტიკოსი დავით კაჭარავასთვის ეს პირველი საერთო შვილია. წინა ქორწინებებიდან ქეთისაც ჰყავს შვილი და დავითსაც.