რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას სტუმრობდა. მუსიკოსმა ბავშვობის წლებსა და დედასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ივერის მიერ მოყოლილ ისტორიას, რომ დედა მკაცრად ზრდიდა და ხშირად ქამრითაც უცემია, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა.
ისინი წერდნენ, რომ მომღერალი ბავშობაში ძალადობის მსხვერპლი გახლდათ და ამაზე ხუმრობით საუბარი არ შეიძლება. თუმცა როგორც ambebi.ge-სთან სოპრანო ამბობს, ეს ფაქტი მის ცხოვრებაში ძალადობის აქტად არ დარჩენილა და არც თვლის, რომ დედა რამეს არასწორად აკეთებდა, რადგან თავად იყო ძალიან რთულად აღსაზრდელი ბავშვი.
ამ ქალმა ვარსკვლავად გამზარდა, ამბობს დედაზე სოპრანო...
თამარ ივერი:
- მე ვთვლი, რომ დედაჩემი მკაცრი ქალი იყო, მაგრამ ეს ალბათ საჭირო იყო, რადგან ძალიან ცელქი და მავნე ბავშვი ვიყავი. ერთი-ორი წკეპლა ბავშვობაში ყველას მოხვედრია. რაც შეეხება ქამრებს, უბრალოდ კიდებდა და შეიძლება არც ეხმარა, მაგრამ მაგით მაშინებდა. ერთი ორჯერ მომხვდა, მაგრამ ვიმსახურებდი. ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი... აივნიდან ხალხს დიდ კარტოფილებს ვესროდი, ცალკე კარტოფილი ქრებოდა, ცალკე ლობიო, ტომარა ნიგოზიც გამქრალა. შემდეგ მთელმა უბანმა გაიგო, რომ მე ვყრიდი აივნიდან და მეზობლებს უკვე ახლოს გავლის ეშინოდათ. ასეთი ბავშვისთვის მორტყმა ცუდი არ იყო.
მე ამას ტრაგედიად არ ვთვლი, ამ ქალმა ვარსკვლავი გამზარდა. დღეს ისეთი ცხოვრებაა, სახაზავი რომ დაარტყა ადამიანს, ადვოკატებში გარბიან, ჩემზე იძალადესო. მე ამას ტრაგედიად არ აღვიქვამდი. განაგრძეთ კითხვა