ცნობილმა პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძე გადაცემაში "სთორი“ საკუთარი ოჯახისა და შვილების შესახებ ისაუბრა:
- ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. 12 საათამდე ვმუშაობ. ერთადერთი ბედნიერება მაქვს, რომ ჩემი შვილები სკოლაში მიმყავს. ჯერ ერთს დავტოვებ, მერე მეორეს და დაახლოებით, 40 წუთი გვაქვს სასაუბროდ. 13, 11 და 4 წლის გოგონები მყავს. საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ და ეს ძალიან მახარებს. ვცდილობ, რომ ბავშვებს მაქსიმალურად კარგი განათლება მივცე. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ, ვეკითხები, რას სჭირდებათ...თუმცა, დროის უქონლობის გამო, ეს საუბრები ხანგრძლივი არ არის. შაბათ-კვირას თუ გასართობ ღონისძიებებზე მიმყავს, ან თუ სავახშმოდ მივდივართ, 2-3 საათი მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ვეკონტაქტებით. პატარასთან უფრო ვკონტაქტობთ იმიტომ, რომ შუა დღის ძილის გამო გვიან იძინებს და რომ მივდივარ, დაღლილობას მასთან ურთიერთობით ვიხსნი. როცა ავად ხდებიან, როცა რაღაც მჭირდება, რამდენიმე პედიატრს ვეკონტაქტები. მეც ვიბნევი, ასე მარტივი არ არის. ძალიან რთულია, როცა საქმე შვილების ჯანმრთელობას ეხება - მამის პასუხისმგებლობაც უნდა აიღო და ექიმისაც.
იხილეთ გადაცემა სრულად: