6 ნიშანი, რომ ზედმეტად შფოთიანი მშობელი ხართ - მშობლები

6 ნიშანი, რომ ზედმეტად შფოთიანი მშობელი ხართ

2023-11-13 13:28:56+04:00

მშობლებს ძალიან ხშირად აქვს შეშფოთების მიზეზი და სავსებით ლოგიკურია, როცა მშობელი ღელავს. თუმცა არსებობს ისეთი შფოთვაც, როცა რაიმე საშიში ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მშობელს შიში აქვს, რომ შეიძლება მოხდეს.

მშობლის გაძლიერებული შფოთვა, როგორც წესი, ჰიპერმზრუნველობით მიმდინარეობს, რაც არასასურველ გარემოში აქცევს ბავშვს. ამის გარდა, შფოთვა ბავშვებზეც გადადის და მათ ფსქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს.

მშობლის შფოთვის ნიშნები:

1. წინასწარ შიში. შეიძლება ბავშვი საქანელიდან ჩამოვარდა და დაშავდა. ნებისმიერი მშობელი განიცდის სტრესს ასეთ დროს. მაგრამ თუ შფოთვის განცდა გამუდმებით გაწუხებთ და სულ გეჩვენებათ, რომ ბავშვი დაეცემა, დაშავდება და ამის გამო საქანელაზე აღარ სვამთ, ეს უკვე გაზრდილი შფოთვაა.

2. ცუდის მოლოდინი. როცა ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ თქვენს თავში უკვე სრული კატასტროფა ტრიალებს. ქმედება, რომლისაც გეშინიათ, ჯერ არ მომხდარა (და შეიძლება არასოდეს მოხდეს) და თქვენ მისი სცენარი უკვე დეტალურად წარმოიდგინეთ . ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სერიოზული ავადმყოფობის შიშს, ასევე უფრო მარტივ პრობლემებს, მაგალითად, ბავშვის ცუდ მოსწრებას სკოლაში.

3. შფოთვა ხელს გიშლით მუშაობაში. ვგულისხმობთ სიტუაციებს, როდესაც შვილზე ფიქრი ხელს გიშლით საქმის კეთებაში. როდესაც ის საბავშვო ბაღში ან სკოლაშია და თქვენ ვერ ვერ ასრულებთ რაიმე დავალებას, რადგან გამუდმებით რაღაც ცუდზე ფიქრობთ. შედეგად, თქვენ ტოვებთ ყველაფერს, გამოგყავთ ბავშვი და მთელს დროს მას უთმობ.

4. არავის ანდობთ თქვენს შვილს. გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენთან არის უსაფრთხოდ და კარგად მოვლილი. და ოჯახის წევრებთანაც კი არ ტოვებთ.

5. გაქვთ ფიზიკური სიმპტომები. ეს შეიძლება პანიკური შეტევისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყოს. ცუდი ფიქრების გარდა, შეიძლება ხელისგულების ოფლიანობა, აჩქარებული პულსი და პანიკური შეტევის სხვა ნიშნები გამოვლინდეს.

6. თქვენს მშობლებსაც შფოთვა აწუხებდათ. ბავშვები, რომელიც შფოთვის მაღალი დონის მქონე მშობლებთან გაიზარდნენ, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ ეს თვისება მემკვიდრეობით გადაეცემა.

შფოთვას ყოველთვის აქვს რაიმე მიზეზი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს გამოცდილებიდან, ან ისეთი სიტუაციებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ადრე შეგემთხვათ და ხანგრძლივი კვალი დატოვა.

ყველა შემთხვევაში, მომატებულ შფოთვას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. მიმართეთ სპეციალისტს და გათავისუფლდით ამ პრობლემისგან. ის კარგს არაფერს მოგიტანთ არც თქვენ და არც თქვენს შვილებს.