აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი აქტიური მშობელი, აქციების მონაწილე მაკუნა გოჩიაშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში:
"ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე, რომ არ გითხრათ.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.
წამალი დაიდო!"