ქალიშვილის ქორწილისთვის სწრაფად გახდომის მიზნით, ქალმა ცნობილი პრეპარატი გამოიყენა, რამაც სიკვდილი გამოიწვია - მშობლები

ქალიშვილის ქორწილისთვის სწრაფად გახდომის მიზნით, ქალმა ცნობილი პრეპარატი გამოიყენა, რამაც სიკვდილი გამოიწვია

2023-11-14 11:20:59+04:00

პრეპარატი "ოპემპიკი", რომელიც ხელს უწყობს წონის მკვეთრ კლებას, დღეს ძალიან პოპულარულია და მას ბევრი ცნობილი სახეც იყენებს. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ის დიბეტით დაავადებულთათვის შეიქმნა და მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს.

56 წლის ტრიშ ვესტერი მიღებული მედიკამენტისგან გამწვეული კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებით გარდაიცვალა. ქალს ქალიშვილის ქორწილისთვის წონის დაკლება სურდა, მაგრამ დიეტამ და ვარჯიშმა სასურველი შედეგი არ გამოიღო. შემდეგ მედიკამენტებს მიმართა.

„ჩვენი ქალიშვილი გათხოვდა და ის მუდმივად ახსენებდა კაბას, რომლის ჩაცმა სურდა“, - იხსენებს ტრიშის ქმარი, როი.

ქალმა იპოვა ექიმი, რომელმაც რეცეპტი გამოწერა და წამლის მიღებაც დაიწყო. ხუთ თვეში 16 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან რთულად წარიმართა.

„ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა ჰქონდა. კოშმარი იყო. შემდეგ კი შევამჩნიე, რომ პირიდან ყავისფერი მასა გადმოდიოდა. მივხვდი, რომ აღარ სუნთქავდა“, - ამბობს მისი მეუღლე როი.

trish-1699948021.jpg
ტრიშ ვებსტერი და მისი მეუღლე

ტრიში იანვარში გარდაიცვალა, თუმცა მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. გარდაცვალების მოწმობაში, ექსპერტებმა დაწერეს, რომ იგი კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებით გარდაიცვალა.

როი დარწმუნებულია, რომ რომ არა ეს წამალი, ტრაგედია არ მოხდებოდა.

"მე მისი გადარჩენა ვერ მოვახერხე. რომ მცოდნოდა, რომ მსგავსი რისკი არსებობდა, წამალს არ მიიღებდა. დავარწმუნებდი, რომ არ დაელია." - ამბობს ტრიშის მეუღლე.

წამლის მწარმოებლები აცხადებენ, რომ „ოზემპიკი არ არის განკუთვნილი წონის კლებისთვის.

ამავდროულად, ექიმები მთელ მსოფლიოში უკვე მეორე წელია, განგაშს ტეხენ, მაგრამ წამლის მომხმარებლებს შორის კლება არ შეინიშნება.

„ჭარბი წონის წინააღმდეგ არსებობს პრეპარატები და მთელი საქართველო ამას იკეთებს... კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ექიმის გარეშე მიღების