ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ზუსტად ერთი წლის წინ გახდა დედა. დღეს მისი სანდრო ერთი წლის გახდა და პატარას ფოტო მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ეს ზაფხული ქეთიმ მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში გაატარა. პატარა ალექსანდრეც მშობლებმა საქართველოში მონათლეს, სიონის ტაძარში. ნათლიებს შორის იყო გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.
ქეთი სანდროს ქართულად უმღერის ხშირად, ქართულ წიგნებს უკითხავს და ცდილობს, ქართულად გაზარდოს, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგოს.