კარი ყოველთვის გაიღება, თუ მისთვის შესაფერის გასაღებს იპოვით! ყოველთვის გვინდა, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ბედნიერად და წარმატებულად წარიმართოს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობაში რაღაცები ისე არ ხდება, როგორც წარმოგვიდგენია.
ეს ტესტი ზუსტად აღწერს, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა და რა მიმართულებით, შეგიძლიათ განვითარება. თქვენი ამოცანაა, აირჩიოთ ის გასაღები, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. შემდეგ კი აღწერას გაეცანით:
შეწყვიტეთ საკუთარი გეგმების გადავადება - ახლა დადგა დრო, რომ შეეცადოთ, ყველა ის იდეა განახორციელოთ, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ და საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ გააკეთებდით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს თავს მიზნად გრანდიოზული ცვლილებები უნდა დაუსახოთ. დაიწყეთ პატარა გეგმებითა და ნაბიჯებით და თანდათან გადადით გაუმჯობესებაზე.
ახლა პროფესიულ სფეროში საკმაოდ რთულ პერიოდს გადიხართ. ტესტის ავტორები გირჩევენ, რომ არ დანებდეთ! თავდაუზოგავი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა განაგრძეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს და საკუთარი თავის მადლიერი იქნებით, რომ არ დანებდით მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გინდოდათ. რაც მთავარია, ყურადღება მიაქციეთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციას და განიტვირთეთ.
შესაძლოა, ბოლოდ დროს ცვლილებები განსაკუთრებით გაშინებთ და ამის გამო შფოთვას განიცდით. სინამდვილეში, სიახლეების შიში ხელს გიშლით, რომ თქვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. თუკი ამ შიშისაგან გათავისუფლდებით, საკუთარ თავს უფლებას მისცემთ, რომ ბევრი განსხვავებული რამ სცადოს, ბევრად უფრო საინტერესო რეალობას მიიღებთ.
ტესტის ავტორების თქმით, როგორც წესი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება გახასიათებთ, რაც როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამუშაო გარემოში ხელს ძალიან გიშლით. გირჩევთ, საკუთარ ხასიათს გადახედოთ და სხვების მიმართ უფრო მეტი ლოიალურობა გამოიჩინოთ. თითოეულ გადაწყვეტილებას კი, კარგად დააკვირდით და მოსალოდნელი შედეგები გააანალიზეთ. ასეთ შემთხვევაში, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
ახლა შესაძლოა, ნეგატიური ემოციებით ხართ სავსე. ეს კი, დიდი ალბათობით, ადამიანებით იმედგაცრუებისა და მიტოვების განცდითაა გამოწვეული. ნუ დაემორჩილებით არსებულ სიტუაციას. გახსოვდეთ, რომ წინ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპებია და სულ შეგიძლიათ, რაღაცები უკეთესობისაკენ შეცვალოთ. თუკი პოზიტიურ დამოკიდებულებას არ დაკარგავთ, ცვლილებები ძალიან მალე მოვა. შეეცადეთ, ბედნიერება პატარა დეტალებშიც აღმოაჩინოთ, გაიუმჯობესოთ განწყობა და საოცნებო საქმეებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ.
ბოლოს დროს, უსაფუძვლო შფოთვა თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდა. ამიტომაც, დიდი ალბათობით, არასაჭირო შიშმა ბევრი მიმართულებით დაგაბრკოლათ. შეეცადეთ, შფოთვის მიზეზი გაარკვიოთ. თუკი ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებთ, ფსიქოლოგს, სპეციალისტს მიმართეთ. ტესტის ავტორების თქმით, თუ ახლა თქვენი ცხოვრების რთულ ეტაპს გადალახავთ და საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ წარმატებისკენ სვლა განაგრძოთ, წინ ნამდვილად საინტერესო პერიოდი გელოდებათ.
თქვენ ახალი სიმაღლეების მიღწევისა და შანსის ხელიდან გაშვების ძალიან გეშინიათ, ამიტომაც ბევრ რაღაცაზე ხართ კონცენტრირებული. თითქოს ყველაფერს ,,ებღაუჭებით“ და რეალურ ინტერესებზე ფოკუსირება გიჭირთ. ამიტომაც, ტესტის ავტორების რჩევაა, რომ განსაზღვროთ თქვენი ინტერესები და ჩამოაყალიბოთ მიზნები. ეს დაგეხმარებათ, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი გქონდეთ და წარმატებასაც მიაღწიოთ.