თანამედროვე მშობლების უმეტესობის მსგავსად, 38 წლის ლონდონელი ლიზა დოლმანი უკიდურესად წუხდა, რომ მისი უფროსი ვაჟი ჯედენი მუდმივად კომპიუტერთან იჯდა და ვიდეო თამაშებს თამაშობდა. ჯეიდენს შეეძლო ქსელური თამაში Fortnite დღეში რვა საათის განმავლობაში ეთამაშა და საშინაო დავალებები არც გახსენებოდა. ლიზა გამუდმებით ლანძღავდა და საყვედურობდა შვილს, რომ უქმად კარგავდა ძვირფას და ეუბნებოდა, რომ განათლების გარეშე დარჩენილს „სიღარიბეში ქუჩაში ამოხდებოდა სული“. ერთ დღეს, გაბრაზებულმა დედამ Xbox-იც კი გადაუგდო ფანჯრიდან და ყურსასმენები დაუმტვრია მიკროფონთან ერთად - იუწყება The Sun.
თუმცა, 15 წლის ჯეიდენ ეშმანმა თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ სამყარო შეიცვალა და მშობლების ცნობიერებაში ჩაბეჭდილი ძველი სქემები და სცენარები აღარ მუშაობს. ჯეიდენმა ივლისის ბოლოს ნიუ-იორკში გამართულ Fortnite World Cup-ში მიიღო მონაწილეობა და თავის პარტნიორთან ერთად მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა, საპრიზო ფონდი ორ მილიონ დოლარზე მეტი იყო, რომელიც მეგობრებმა შუაზე გაიყვეს.
უფრო მეტიც, ახლა ჯადენს, როგორც eSports-ის პროფესიონალი მოთამაშეს, წარმატებული კარიერა აქვს, - მან ერთ-ერთ სათამაშო გუნდთან უკვე კონტრაქტიც გააფორმა, რომელიც მას წელიწადში 59 ათას დოლარს (48 ათასი ფუნტი სტერლინგი) სტაბილურ შემოსავალს მოუტანს.
მოულოდნელად გამდიდრების შემდეგ ბიჭმა სასწრაფოდ შეუდგა დედის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომელიც სამ შვილს მარტო ზრდის (ჯეიდენის გარდა, ლიზას ჰყავს 10 წლის ქეითი და 6 წლის ჯეიმსი ჰყავს).
ჯადენმა დიდი სახლი იყიდა, სადაც მთელი ოჯახი კომფორტულად ცხოვრობს. დედას კი მანქანა აჩუქა.
რაც შეეხება დედას, ის უკვე სხვანაირად უყურებს ჯადენს და მის ჰობის. ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, როდესაც ჯეიდენმა მსოფლიო ჩემპიონის კვალიფიკაცია მიიღო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლიზამ გაიფიქრა, რომ შესაძლოა მისი შვილი მხოლოდ დროს არ კარგავდა და რაღაც სასარგებლოსაც აკეთებდა.
ხოლო როდესაც დედას ამერიკის ვიზის მისაღებად ჯადენის საბუთებზე უნდა მოეწერა ხელი, შოკში ჩავარდა, როცა წაიკითხა, რომ მის შვილს მსოფლიო დონის კიბერსპორტსმენად მოიხსენიებდნენ. მხოლოდ მერე გააცნობიერა, რომ საკმაოდ სერიოზულ წარმატებასთან ჰქონდა საქმე.
ახლა, როცა ჯეიდენი მთელი ოჯახის მარჩენალი გახდა, დედა ამაყობს მისით და ნანობს, რომ არ ესმოდა, რით იყო სინამდვილეში მისი შვილი დაკავებული, რატომ ათენებდა ეკრანთან და რატომ ეძინებოდა გაკვეთილების მსვლელობისას. ლიზა იმედს არ კარგავს, რომ გეიმერის კარიერა ჯადენს სკოლის დამთავრებაში ხელს არ შეუშლის, თუმცა ბიჭმა უკვე განაცხადა, რომ სკოლაში ფეხსაც აღარასოდეს მიადგამს.