32 წლის კელსი ჰეტჩერი სამი შვილის დედაა და ცენტრალურ ალაბამაში ცხოვრობს. უჩვეულო მის ცხოვრებაში არაფერი იქნებოდა, რომ არა თანდაყოლილი ანომალია, ქალი ორი საშვილოსნოთი დაიბადა. ამჯერად კელსი კიდევ ორ შვილს ელოდება და ორივე საშვილოსნოთი ორსულად არის.
ამ იშვიათმა მოვლენამ ადგილობრივი ექიმები შოკში ჩააგდო.
კელსისა და მის მეუღლეს, კალებ ჰეტჩერს დატვირთული ცხოვრება აქვთ. ორივე მუშაობს და ჰყავთ სამი შვილი - 7, 4 და 2 წლის.
ოჯახი კიდევ ერთ შვილზე აღარ ფიქრობდა, მაგრამ გაზაფხულზე ქალმა გაიგო, რომ ორსულად იყო. პირველ ექოსკოპიაზე წყვილი შოკში ჩავარდა, როდესაც გაიგეს, რომ კიდევ ორ შვილს ელოდნენ.
მაგრამ ექიმი გაოგნებული დარჩა არა ტყუპი ნაყოფით, არამედ ქალის ორივე მოქმედ საშვილოსნოში თითო ნაყოფის ნახვით. განაგრძეთ კითხვა