როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახში შესვლამდე რძლებს საგულდაგულოდ ირჩევენ და პრინცები მომავალ მეუღლეებზე მხოლოდ დედოფლის და მთავრობის თანხმობით ქორწინდებიან. ასე მოხდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახში, კეიტ მიდლტონისა და მეგან მარკლის შემთხვევაშიც. სამეფო ექსპერტების თქმით, ისინი დედოფლის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ, თუმცა ამ კეთილგანწყობის შენარჩუნებას ყველა ვერ ახერხებს. კეიტ მიდლტონი ამ კუთხით გამონაკლისი აღმოჩნდა...
როდესაც პრინცმა უილიამმა კეიტი აირჩია, ის ელისაბედ II-ს განსაკუთრებით მოსწონდა. კეიტი მეფე კარლისა და დედოფალი კამილას საყვარელი რძალიც გახდა. ზუსტად უცნობია, რატომ უყვარს დედოფალ კამილას კეიტ მიდლტონი განსაკუთრებით, თუმცა სამეფო ექსპერტები თვლიან, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. უბრალო, მარტივი და დახვეწილი სამოსი და მშვიდი ურთიერთობები უყვართ. ერთმანეთს კარგად უგებენ და მხარს უჭერენ.
ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ საკვირაო მსახურებაზე კეიტი და კამილა ერთად გამოჩნდნენ და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ მათ ერთნაირი სტილი აქვთ.
ისინი სამეფო პროტოკოლის მიხედვით იქცეოდნენ. როგორც იცით, მსგავსი ღონისძიებების დროს სამეფო ოჯახის წარმომადგენლების თითოეულ ქცევასა და მიმიკას საზოგადოება, პრესა გამადიდებელი ლუპით აკვირდება. ამჯერადაც, დააფიქსირეს, რომ ქალები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდნენ, უღიმოდნენ. როდესაც კეიტ მიდლტონმა და დედოფალმა კამილამ აივანი დატოვეს, საიდანაც მსახურებას უყურებდნენ, კეიტმა ის პატივისცემის ნიშნად წინ გაუშვა.
როგორც სამეფო ოჯახის ექსპერტები ამბობენ, პრინც უილიამთან დაქორწინებამდე კამილამ კეიტს ძალიან თბილი საჩუქარი გადასცა. მომავალ რძალს ოქროს სამაჯური აჩუქა, რომელზეც ორი K იყო ამოტვიფრული. პირველი ასოს ზემოთ დიადემა იყო, მეორეზე კი გვირგვინი. ექსპერტების აზრით, კამილამ ქეითს ხაზგასმით მიანიშნა, რომ მათ ერთნაირი როლები აქვთ და სამომავლოდ პრინცესობიდან დედოფლის ტიტულს მიიღებს.
რაც შეეხება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, აღლუმში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა ვეტერანმა მიიღო და ეს დღე თითოეული ბრიტანელისათვის მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ომის დროს დაღუპულებს პატივი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმაც მიაგეს.