საფრანგეთის 70 წლის პირველი ლედი იხსენებს, როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი მასწავლებელი და რატომ გადადეს ქორწინება 10 წლით - მშობლები

საფრანგეთის 70 წლის პირველი ლედი იხსენებს, როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი მასწავლებელი და რატომ გადადეს ქორწინება 10 წლით

2023-11-18 12:52:50+04:00

"ათი წელი ველოდი ემანუელ მაკრონზე დაქორწინებას" - ამბობს ბრიჯიტი, საფრანგეთის პირველი ლედი ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ იმ იშვიათ ინტერვიუში, სადაც პირადზე საუბრობს.

საფრანგეთის 70 წლის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მან მეუღლესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ 45 წლის ემანუელ მაკრონთან ქორწილი ათი წლით გადადო, ეს კი სამი შვილის გულისთვის გააკეთა, რომლებიც მისი (მაკრონის) ასაკის არიან.

მაკრონი 15 წლის იყო, როდესაც მასზე 25 წლით უფროსი ბრიჯიტ ოზიერი შეუყვარდა. ქალი მისი დრამის მასწავლებელი იყო პროვიდენსის კათოლიკურ სკოლაში,, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ხოლო მისი ქალიშვილი ლორენსი მაკრონის კლასელი იყო.

მათმა რომანმა პროვინციაში სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ მშობლებმა მაკრონი პარიზში სხვა სკოლაში გადაიყვანეს სასწავლებლად, მაგრამ ბრიჯიტთან ყოფნის სურვილი და მისი გრძნობები უცვლელი დარჩა.

პირველი ლედის თქმით, იმ დროს საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ერთხელაც ემანუელი პარიზში თავისი ასაკის ქალს შეიყვარებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ბრიჯიტმა სამსახური დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ მათი ურთიერთობის "ერთადერთი დაბრკოლება" მისი შვილები იყვნენ. ქალს არ სურდა "მათი ცხოვრების დანგრევა".

ბრიჯიტის ვაჟი მაკრონზე სამი წლით უფროსია, მისი ქალიშვილები კი 46 და 39 წლისები არიან.

განაგრძეთ კითხვა