მსოფლიოს უმდიდრესი მამაკაცის 53 წლის საცოლე, ვის გამოც ბეზოსმა ოჯახი დაანგრია - "მე ჯეფს ფულის ხარჯვა ვასწავლე..." - მშობლები

მსოფლიოს უმდიდრესი მამაკაცის 53 წლის საცოლე, ვის გამოც ბეზოსმა ოჯახი დაანგრია - "მე ჯეფს ფულის ხარჯვა ვასწავლე..."

2023-11-20 12:43:33+04:00

ამ ქალბატონზე დასავლური პრესა ხშირად წერს. როგორ მოახერხა 53 წლის ლორენ სანჩესმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მოხიბვლა. ლორენმა გადაწყვიტა, თავად მოეყოლა ამის შესახებ და ზღვა კრიტიკაც დაიმსახურა.

728x502-1-27fdff8368e7e949116ede8e7e708ba1800x552-0xxuxr8tpv-5082194837905098749-1700471435.jpg

"ამაზონის" დამაარსებელის ჯოზეფ ბეზოსის ცხოვრება ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰოლივუდის ფილმს ჰგავს - მას და მის საცოლეს ხან ბუკინგემის სასახლეში იღებენ, ხან ლონდონში სადილობს ტომ კრუზთან ერთად და განიხილავს მისი ახალი ფილმის დაფინანსებას, ხან სენ-ბარტზე ირუჯება წყვილი, მეორე დღეს კი ნიუ-იორკში საქველმოქმედო ვახშამს მასპინძლობს. ასევე ხშირად დაფრინავენ ვერტმფრენით არიზონაში - ამ მოგზაურობებს თავისი მიზანი აქვს: ბეზოსმა აეროფობია უნდა დაამარცხოს, რომელიც წლების წინ დაემართა, კინაღამ რომ ჩამოვარდა ტეხასის თავზე ფრენისას.

ყველა ახალი გატაცების, მიზნისა თუ მგზავრობის ინიციატორი ბეზოსის საცოლეა. ლორენმა აღნიშნა, რომ სურს ქმარს უჩვენოს, რისთვის არის სინამდვილეში ფული შექმნილი - სიამოვნებისთვის. და ყველაფერს აკეთებს, რომ შეყვარებულის სიმდიდრიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და მასაც ასწავლოს, რამდენად სასიამოვნოა ფულის ხარჯვა. "ის უამრავი წელი მხოლოდ მუშაობდა. ახლა დადგა დრო, დატკბეს ცხოვრებით", - ამბობს ლორენი, რომელიც ტელეწამყვანი გახლავთ.

მათი რომანიც ჰოლივუდურად დაიწყო. 2019 წელს მოულოდნელად გამოაცხადა ბეზოსმა, რომ ეყრებოდა მაკენზი ტატლს, ქალს, რომელთანაც 25 წელი იცხოვრა, 4 შვილი ეყოლა და მსოფლიოში ყველაზე დიდძალი ქონება დააგროვა.

728x505-1-0f0bb255ffb9a28d54c17c4be5d0f0d03898x2704-0xac120004-1199356901684824484-1700471619.jpeg
ჯეფი ყოფილ ცოლთან ერთად

თავდაპირველად განქორწინების პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა - ცოლს 53 მლრდ დოლარი ერგო და ორივემ განაცხადა, რომ მეგობრებად დარჩებოდნენ. თუმცა მალევე გამოჩნდა ბეზოსისა და ლორენის ფოტოები, რომლებიც ჯერ კიდევ ბეზოსის ქორწინებისას იყო გადაღებული და ყველამ გაიგო, რომ ბეზოსი ცოლს ღალატობდა და სწორედ ლორენთან რომანის გამო დაანგრია ოჯახი. უფრო მეტიც - ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ბეზოსების ოჯახური მოგზაურობის დროს სანჩესი იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ბეზოსის ოჯახი და თანაც, სანჩესსაც ქმარი ჰყავდა გვერდით. თუმცა ეს არც ერთს არ უშლიდა ხელს, ერთად გაეტარებინათ დრო და მომავალი დაეგეგმათ.

უფრო მეტიც, სულ ცოტა ხანში პრესაში გამოჩნდა წყვილის ზედმეტად გულახდილი ფოტოები და პიკანტური მიმოწერა. ბეზოსი აღშფოთდა და დეტექტივებიც კი დაიქირავა, რომ გაერკვია, როგორ გაჟონა ფოტოებმა და გზავნილებმა. მაშინ ამ ამბის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა, თუმცა ახლა ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი ლორენმა დაგეგმა, რაც შეიძლება მალე რომ დაეშორებინა ბეზოსი ცოლთან და თავად ჩაეგდო ხელში.

728x486-1-862982385d450926bf40f5f38c0cda4e2273x1516-0xac120003-18519042851641905767-1700471923.jpeg

წარსულში ლორენი ტელევიზიაში მუშაობდა, ელიტურ ქრონიკებს წერდა და არედაქტირებდა, კინოგადაღებებიც ჰქონდა და ჰოლივუდის აგენტ პატრიკ უაიტსელზე იყო დაქორწინებული...

მას მერე, რაც წყვილი ერთად არის, ჯეფმა არა მხოლოდ ფულის ხარჯვა დაიწყო თავისი სიამოვნებისთვის, სტილიც შეიცვალა - მეტ ყურადღებას აქცევს სამოსს, მოდურ დენდიდ იქცა, ვარჯიში დაიწყო და მშვენივრად გამოიყურება.

728x486-1-dc36e3a412aca509783f7524d6e6cbae1280x854-0xyi0xvypi-6426417224695747931-1700472066.jpg

თუმცა კრიტიკა არ აკლია და ბევრი ადანაშაულებს იმაში, რომ ქალის ჭკუაზე დადის. ხუმრობებიც კი ვრცელდება მასზე ინტერნეტში: "ბეზოსი დღემდე ვერ იპყრობს კოსმოსს, რადგან მისი ცოლის შლაპა და მკერდი უფარავს ჰორიზონტს".

2023 წლის მაისში ლორენმა გამოაცხადა, რომ ბეზოსმა ცოლობა სთხოვა 500 მლნ დოლარის ღირებულების იახტით სეირნობისას. როცა ვახშმის შემდეგ ის კაიუტაში დაბრუნდა და დასაძინებლად მოემზადა, ბალიშიც ქვეშ აღმოაჩინა კოლოფი ბეჭდით. "როცა ჯეფმა ის გახსნა, მე თითქოს გონება დავკარგე წამიერად", - ყვება სანჩესი. ნიშნობის ბეჭედი 20-კარატიანი ბრილიანტებით მოოჭვილი აღმოჩნდა, 2,5 მლნ დოლარის ღირებულების. ასევე ნიშნობის საჩუქრად იქცა ზემოხსენებული ძვირად ღირებული იახტა.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ჰკითხა მილიარდერს, აპირებდა თუ არა ქორწილის მზადებაში მონაწილეობის მიღებას: "ო ღმერთო, არა, რა თქმა უნდა. იდიოტს ვგავარ?" იმავე წამს სიტყვა აიღო სანჩესმა: "ჯერ კიდევ ვფიქრობთ ქორწილზე, როგორი იქნება, დიდი ქორწილი გავაკეთოთ, საზღვარგარეთ თუ აქ, ჯერ არ ვიცით". ფაქტია, ჯერჯერობით ქორწილი ჭიანურდება და არავინ იცის, როდის გაიმართება.

ამასობაში სანჩესი საბავშვო წიგნს წერს ასტრონავტ ბუზზე და ამბობს, რომ ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო ბეზოსთან. იმასაც ამტკიცებს, რომ თავად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ამასვე აჩვევს მილიარდერ საქმროს. "მედიტაცია, რეგულარული სპორტი, დიეტა, ჯანსაღი ძილი და მზის საწინააღმდეგო კრემია ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო. არასდროს არ ვფიქრობ: ვაუ, დეკემბერში 54 წლის ვხდები და ჩვენ დავქორწინდებით. ეს თავისთავად ხდება და ჩვენ ვგიჟდებით ჩვენს მომავალზე", - ამბობს სანჩესი.

399x600-1-e3c3db0619e565510b5bb774f9ffb9c73327x5000-0xfeatzmty-3193501021060254163-1700472701.jpg

2023 წლის 3 ნოემბერს მილიარდერმა გამოაცხადა, რომ სიეტლში ყიდის სახლს, სადაც მრავალი წელი იცხოვრა და გადადის მაიამიში, საცოლესთან ახლოს. მან ახალი სახლი 79 მლნ დოლარად იყიდა და მის მოწყობაში თავად ლორენია ჩართული.