ბავშვთა სტომატოლოგია, ასევე ცნობილი როგორც პედიატრიული სტომატოლოგია, არის სტომატოლოგიის სპეციალიზებული მიმართულება , რომელიც ფოკუსირებულია ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. მოითხოვს უნიკალურ უნარებსა და განსაკუთრებულ მიდგომებს სპეციალისტისგან, ასევე სერვისის პროვაიდერი კლინიკისგან. ბავშვთა სტომატოლოგია გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მათი უნიკალური სტომატოლოგიური საჭიროებების გათვალისწინებით. კლინიკა Zara Dent-ში ბავშვთა განყოფილება 2001 წელიდან ემსახურება ბავშვებს, იყენებს სპეციფიკური მასალებსა და მეთოდებს, რასაც სპეციალისტი ირჩევს მოზარდის ასაკისა და პრობლემის მიხედვით.
გთავაზობთ ინტერვიუს Zara Dent-ის მოზრდილთა და ბავშვთა თერაპევტ-სტომატოლოგთან, პაროდონტოლოგთან სოფო დიასამიძესთან, რომელიც დაგეხმარებათ, გაერკვიოთ ბავშვთა სტომატოლოგიის სხვადასხვა ასპექტებში, მათ შორის ადრეული სტომატოლოგიური მოვლის მნიშვნელობაში, გაეცნობით პროფესიონალურ რჩევებს ბავშვებში საერთო სტომატოლოგიურ პრობლემების პრევენციისა და მათი პირის ღრუს ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
- ზოგადად, ბავშვის პირის ღრუზე ზრუნვა უნდა იწყებოდეს ჩვილობიდან , უფრო სწორედ მუცლადყოფნის პერიოდიდან, დედის მიერ ჯანსაღი და კალციუმით მდიდარი საკვების მიღებით. მშობელმა ჩვილის პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დაიწყოს მისი ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა. ამისთვის საქართველოს ბაზარზე უკვე უამრავი საშუალებაა ხელმისაწვდომი: სარძევე კბილების კბილის ჯაგრისები და პასტები, რომლებიც მოწოდებულია როგორც ფტორით,ასევე ფტორის გარეშე. მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ყოველდღიური მოხმარების კბილის პასტა შეიცავდეს (1000 ppm f) ფტორს, 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯაგრისზე უნდა დავიტანოთ ბრინჯის მარცვლის ზომის, ხოლო 3 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მუხუდოს მარცვლისოდენა. ძალიან მნიშვნელოვანია, საპროფილაქტიკო და გაცნობითი ხასიათის ვიზიტები სტომატოლოგთან გარემოსთან ადაპტაციისათვის, რათა შემდგომში საჭირო მანიპულაციისათვის ბავშვს ნაკლები დისკომფორტი და შიში ჰქონდეს სტომატოლოგის მიმართ. იმისათვის, რომ სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი არ იყოს დაკავშირებული მტკივნეულ პროცედურებთან, მშობლებს ვურჩევთ კბილების ამოჭრის შემდგომ კონსულტაციის სახით ბავშვთა სტომატოლოგთან გაცნობითი ხასიათის ვიზიტები ჩანიშნონ, ბავშვი სტომატოლოგიურ სავარძელზე ადაპტირდება, ნდობით განეწყობა და შემდგომში სამკურნალო სახის ვიზიტი იქნება მისთვის ნაცნობი და გარემოს შეგუებული.
- ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება კარიესული დაზიანებები, რაც ძირითადად განპირობებულია არასწორი კვებით, ნახშირწყლების და გაზიანი სასმელების ხშირი მიღებით და პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენით.ასევე ხშირია ე.წ. „თეთრი ლაქა“ კბილის მინანქრის კრიალა ზედაპირზე, რომელიც კბილთაშორის საკონტაქტო ან მინანქრის ხილულ ზედაპირზე შეიძლება მდებარეობდეს. „თეთრი ლაქა“ კარიესული დაავადების საწყის ეტაპს წარმოადგენს. გვხვდება ასევე არასწორი თანკბილვა,განპირობებული გენეტიკური ფაქტორებით და/ან მავნე ჩვევებით. ხშირია, ასევე ცვლადი თანკბილვის დროს, სარძევე კბილების დაგვიანებული ან ნაადრევად ექსტრაქციით.6 წლის ასაკიდან იწყება პირველი მუდმივი საღეჭი კბილების ამოჭრა. სტატისტიკურად 90% სტომატოლოგთან მომართვიანობის მიზეზი ზუსტად რომ მუდმივი კბილის კარიესული დაზიანებაა.
- საკმაოდ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ პრევენციულ მიდგომებსა და მანიპულაციებზე, რომლებსაც თანამედროვე მედიცინა პედიატრიულ სტომატოლოგიაში გვთავაზობს: პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, პირის ღრუს ჰიგიენის სწორი ჩვევების ჩამოყალიბება პატარებში- ყბა-კბილთა სისტემის განვითარების მონიტორინგი, დამატებითი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება (კბილის ერთჯერადი ძაფები, სავლებები და სხვა), ფტორირების მეთოდების შერჩევა, დაბალანსებული კვება. მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ბავშვთა პირის ღრუს მოვლის თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებაში, ვინაიდან, სტომატოლოგის დანიშნულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მშობელია. აუცილებელია ასევე, რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება სტომატოლოგიური პრობლემების ადრეული გამოვლენისთვის. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები იძლევა ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის პროფესიონალური მონიტორინგისა და რა თქმა უნდა, დროული ჩარევის შესაძლებლობას. მესამე, ეს არის ადრეული ორთოდონტიული შეფასებები ბავშვებში თანკბილვის პოტენციური პრობლემების გამოსავლენად: ბავშვთა ასაკში ყბა-კბილთა სისტემის განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპზე, აუცილებელია ორთოდონტთან კონსულტაცია, თუ ბავშვს აქვს რაიმე სახის მავნე ჩვევა (ფრჩხილების ან კალმის კვნეტა, ,,გაჯეტებზე'' დამოკიდებულება ამ დროს სახის კუნთები ძლიერ ტონუსში აქვთ ), არასრულფასოვანი კვება ან ჰიგიენა, ძილის რეჟიმის დარღვევა, ან ცხვირით სუნთქვის პრობლემა , რათა გამოვლინდეს დროულად და მოხდეს მისი მართვა.რაც შეეხება კარიესის პროფილაქტიკას, ამ მხრივ აღსანიშნავია ფტორით მკურნალობა, ფტორი შეუცვლელი მინერალია კბილის მინანქრის გასამაგრებლად. ამასთან, თანამედროვე სტომატოლოგიაში, აპრობირებული მეთოდია- ფისურების ჰერმეტიზაცია , რაც გულისხმობს საღეჭი ზედაპირის სპეციალური სილანტით დაფარვას. თხევადი კონსისტენციის წყალობით ის მარტივად აღწევს ფისურების ფსკერამდე, მყარდება და შედეგად, კბილის ბორცვები გლუვდება , იქმნება ბარიერი, რომელიც ხელს უშლის კბილის ქსოვილებში მიკროორგანიზმების შეღწევას და კარიესის გამომწვევი ბაქტერიების დაგროვებას. ეს არის სრულიად უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც და 90%-მდე ამცირებს კარიესის განვითარების რისკს ბავშვებში.
- როდესაც საქმე ეხება ჩვენს პატარა პაციენტებს, ჩვენი კლინიკა კიდევ უფრო მეტად ზრუნავს მეგობრული, თბილი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. ბავშვთა სტომატოლოგმა, კლინიკამ უნდა შეძლოს ბავშვს ვიზიტის დროს თავი კომფორტულად იგრძნოს, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად . მოგეხსენებათ, პედიატრიული სტომატოლოგია არის სპეციალიზებული სფერო და მნიშვნელოვანია სერვისი უზრუნველყოფილი იყოს უახლესი პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით, ამიტომაც ,,ზარა დენტი’’ მუდმივად ზრუნავს ჩვენი უწყვეტი განათლების ხელშესაწყობად. ვერთვებით და ვმონაწილეობთ სფეროში დაგეგმილ კონფერენციებსა და ვებინარებზე,ასევე ტრენინგებზე მიდგომების დასახვეწად- ერთია, პროფესიონალური ცოდნა და მეორე კი მიდგომა, რომელიც ბავშვთა სტომატოლოგი საჭიროებს. ვფიქრობ, პედიატრ სტომატოლოგებს, პირველ რიგში, სწორედ ეს მოგვეთხოვება. ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილები, მეგობრულები და მომთმენები, ეს მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ ბავშვების დამშვიდება და ნდობის მოპოვება. პირადად მე, როდესაც ვხვდები ბავშვს, რომელსაც ეშინია, ვცდილობ ეს გამოცდილება ნაკლებად სტრესული და უფრო სასიამოვნო გავხადო მისთვის. ჩემი პირველი ნაბიჯი არის ბავშვთან , მის მშობლებთან საუბარი- ვაძლევ საგანმანათლებლო მასალებს პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ, ვუხსნი თუ რაში მდგომარეობს მისი პრობლემა, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი ეს ვიზიტი და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში .
- ექიმს უნდა შეეძლოს პროფესიონალური პრაქტიკა განახორციელოს ყველა ასაკის, წარმოშობისა და შესაძლებლობების პაციენტებთან. სპეციალური საჭიროების მქონე პატარებს, ბუნებრივია , რომ შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა დონის ზრუნვა და გაგება, თუმცა ბავშვთა სტომატოლოგიაში ეს ხომ ისედაც ასეა. ყველა პატარა განსაკუთრებული და განსხვავებულია, ისევე როგორც მათი სტომატოლოგიური პრობლემები, მკურნალობის სათანადო მეთოდის შერჩევისა და განხორციელებისთვის, ჩვენ პროფესიონალურ ცოდნასთან ერთად ეფექტური კომუნიკაციის უნარიც გვეხმარება.
სტომატოლოგიური კლინიკა "ზარადენტი" არსებობის 23 წელს ითვლის, დღეს კი განვითარების ახალ ეტაპზეა მუშაობას ახალი, მაღალკვალიფიციური გუნდითა და დიდი შემართებით განახლებულ ფილიალში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში"აგრძელებს ."ზარადენტი" მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, გარდა ბავშვთა სტომატოლოგიისაა კლინიკაში სტომატოლოგიის სრული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, როგორებიცაა ორთოპედია, ქირურგია, პაროდონტოლოგია, თერაპია, ორთოდონტია, იმპლანტოლოგია, რენტგენოლოგია და ვიზიოლოგიური კვლევა.
R