მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ბოლო წლები საქართველოდან წასული იყო, ის აღარ ეკონტაქტებოდა მეგობრებს, არ სარგებლობდა სოციალური ქსელით. ცნობილია, რომ ის ბოლო პერიოდში საბერძნეთში ცხოვრობდა.
ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მომღერალმა მალევე გაავრცელა ფოტოები და თქვა, რომ საბერძნეთში ახალი სიყვარული იპოვა. მომღერლის ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარი აღმოჩნდა. იგი წარმოშობით ლიბანიდან იყო და საბერძნეთში ცხოვრობდა. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს. ის და ნინა მეგობრებთან ერთად შესანიშნავ დროს ატარებდნენ და ქართველი მომღერალი ფოტოებს სოციალურ ქსელით მუდმივად გვიზიარებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნინა გაქრა. როგორც ახლა ირკვევა, მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, კერძოდ დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, პანიკური შეტევები და ა.შ. ნინა საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მძიმე დღეებზე ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრა.
"რატომ გადავწყვიტე ქვეყნიდან წასვლა - ამას არ ჰქონია ერთი მიზეზი. დაგროვდა რაღაცები, პრაქტიკულად, მარტომ გავიარე ყველა ის სირთულე, რაც მჭირდა. კი, მყავდა ქმარი, პარტნიორი, მაგრამ აქეთ მიწევდა ყველაზე ზრუნვა. 2018 წლიდან დაიწყო ყველაფერი და კულმინაცია იყო, როცა ჩემი ვიდეო გაავრცელეს. მანამდეც მძიმე ფონი მქონდა და ამ ვიდეოს გავრცელება იყო პიკი, ვერ გადავხარშე. მოვკვდი იმ დროს. როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე ასე გაწიროს. თუმცა პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი, რომ მთელი ერი მხარში მედგა.
ამის შემდეგ გავთხოვდი, არ ვაპირებდი გათხოვებას. აღარ შემეძლო არც ქართული ლაპარაკი, არც საქართველო. ძალიან სიმპათიური ბოიფრენდი ვნახე. ხან მე მივდიოდი საბერძნეთში, ხან ის ჩამოდიოდა. გვქონდა ჯანსაღი ურთიერთობა. არ მიფიქრია მაშინ გათხოვებაზე, თუმცა როცა ვიდეოს გავრცელების ამბები იყო, აღარც საბერძნეთში წასვლა არ მინდოდა. ჩამოვიდა ერთხელ, არ წავყევი, მეორედ ჩამოვიდა და წავედი. წავედი შერყეული ფსიქიკით და გავაგიჟე ეს ბიჭი იქ. სანამ წავიდოდით, გავაფრთხილე, რომ სახლის საქმეები არ ვიცოდი და არ არის პრობლემაო. რომ ჩავედით, იქიდან დაიწყო ყველაფერი - ითხოვდა, რატომ არ გვაქვს სადილებიო, მეგონა ხუმრობდა. შემდეგ დავიწყე საჭმელების მომზადებაც. შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი - ვეკითხებოდი, რატომ მეჯიბრები-მეთქი. პასუხიც არ მქონდა. დღემდე ხომ ერთად ვცხოვრობთ და კარანტინის პერიოდში იქ ცალკე ვცხოვრობდი, ცალკე გადავედი, რადგან შემშალა ტიპმა ჭკუიდან. როცა ვუთხარი, რომ მივდიოდი, მითხრა, - წადიო. ამ დროს კარანტინია, თანხა დაყადაღებული მაქვს ბანკში... ვეუბნები, სად წავიდე-მეთქი, მიპასუხა, - სადაც გინდაო, შენს ქვეყანაში წადიო. ეგონა ვერ წავიდოდი. 2 დღეში დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ გავმდიდრდი და პირველი შენ გამახსენდიო. მან მიქირავა სახლი, ულამაზესი ვერანდით" - ამბობს ნინა. განაგრძეთ კითხვა