ცნობილი ინფლუენსერი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი, პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. ამის შესახებ ბლოგერმა სოციალური ქსელით გამომწერებს თავად უამბო:
"ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ სერიოზული ცვლილება შემეტანა ჩემს სხეულში. ხვალ, ამ დროს, ვიწვები საოპერაციო მაგიდაზე და ჩემი უძლიერესი პლასტიკური ქირურგი, ბატონი ზურაბ კეკელია, გამიკეთებს ოპერაციას. ვიკეთებთ მამოპლასტიკასა და სხვადასხვა ზონის ლიპოსაქციას. თუ რატომ გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რამდენიმე დღეში მოგიყვებით, უკვე ახალი სხეულითა და ამაღლებული თვითშეფასებით." - თქვა თი მაჭავარიანმა გუშინ.
ბლოგერი ახლა უკვე კლინიკაში იმყოფება და ოპერაციისათვის ემზადება:
"რეგისტრაცია უკვე გავიარე. ახლა ანესთეზიოლოგთან უნდა შევიდე და ალბათ, 2 საათში უკვე მძინარე მდგომარეობაში ვიქნები და ოპერაციას გავიკეთებ. ვეცდები, იქამდეც და ოპერაციის შემდგომაც, როდესაც გავიღვიძებ, თქვენთან კონტაქტზე ვიყო. წარმატებები მისურვეთ... პალატაში ვარ, კარდიოგრამა გადამიღეს, კათეტერი ჩამიდგეს და გადასხმა უნდა გავიკეთო. ტელეფონის დატოვება პალატაში მომიწევს. რამდენიმე საათში დაგიბრუნდებით." - მიმართა თი მაჭავარიანმა გამომწერებს.
32 წლის ინფლუენსერი ახლახან მეუღლეს დაშორდა და როგორც თავად ამბობს, ეს ამბავი რთულად გადაიტანა: "ბედნიერი ვიქნები! შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ვიქნები! თანაც, მარტო - საკუთარ თავთან!“ - დაწერა მაშინ თიმ საკუთარ გვერდზე.