24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ერთგულ მკითხველებს „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე სპეციალური შეთავაზებები ელოდება. შეთავაზებები, მათ შორის 70%-მდე ფასდაკლება ვრცელდება გამომცემლობის ყველა წიგნზე, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურაზე.
იმისათვის, რომ მკითხველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდეს, „პალიტრა L-ი“ გვთავაზობს იმ საბავშვო წიგნების ჩამონათვალს, რომელსაც ფასდაკლებით 50 ლარად შევიძენთ:
თამრი ფხაკაძე - ბებე - მაწანწალების უფლისწული - 30%-იანი ფასდაკლება
წიგნი 6-12 წლის მკითხველზეა გათვლილი და მათ მაწანწალების უფლისწულთან ერთად საუკეთესო მოგზაურობას ჰპირდება.
მაწანწალების უფლისწული მოხერხებული, მახვილგონიერი და კეთილი ბიჭუნაა, რომელთან ერთადაც დიდ თავგადასავალში გაეხვევით. თამრი ფხაკაძის მორიგი თავბრუდამხვევი, სასაცილო და ჭკუისსასწავლი წიგნი ძალიან მალე გამოჩნდება წიგნის მაღაზიებში. წიგნის გმირებთან ერთად წარმოუდგენელ ქალაქში გადასახლდებით, სადაც ხან ცრუპენტელების ქუჩაზე აღმოჩნდებით, ხან ჭორისუბანში, ხან ალალმართალთა შესახვევში ამოყოფთ თავს და ხან ტრაბახის გამზირზე... ვის არ გაიცნობთ: დოდი ღვეზელყლაპიას, ბიცოლა დარიჩინას, ყაჩაღების უფროს ბარნაბას, პოლიციელ კაპიტონს, ქალბატონ ღვარღვარას გულჩვილთა ქუჩიდან, ფოსტალიონ ჩიტოს...“
ვასო გულეური - ქარის მოყოლილი ზღაპრები - 30%-იანი ფასდაკლება
ვასო გულეურის შემოქმედება პატარა მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელია. მისი „ქარის მოყოლილი ზღაპრები“ ბავშვებს უამბობს ქარის გაჩენის ისტორიას, მოუთხრობს ამბებს თეთრ ყვავზე, ტრავმაიზე, რომელიც პატარა ლამაზ გოგონას გულის ფანცქალით ელოდებოდა ხოლმე. ვასილ გულეურის ეს მშვენიერი წიგნი სწორედ ასეთი ამბებით არის სავსე. თითოეული მათგანი დაუვიწყარი და ძალიან საყვარელია. წაიკითხე. აუცილებლად მოგეწონება და გული სითბოთი და სიყვარულით აგევსება.
ლელა ცუცქირიძე - თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ბუტუსურა - 30%-იანი ფასდაკლება
ბავშვებო, ამ ზღაპარში თოვლის გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა, დაჰკარგვია და მის მოსაძებნად მიეშურება. გინდა გაიგო, იპოვის თუ არა გუნდა მეგობარს ან ბუ ტუსურა შეხვდება თუ არა დედიკოს? მაშინ წაიკითხე ეს ჯადოსნური წიგნი და ზღაპრის გმირებთან ერთად ეძებე, იპოვე და გამხიარულდი!
შოთა იათაშვილი - ნათიას და თათიას თავგადასავალი - 30%-იანი ფასდაკლება
ეს პოსტმოდერნისტული მხიარული ზღაპარი დიდებისთვისაცაა- ისინი სტრიქონებს შორის და პერსონაჟებში რუსთაველს, გურამიშვილს, ლინდდრენს, ძმებ გრიმებს, ნიცშეს და კიდევ ბევრ სხვა ავტორს ამოიკითხავენ, პატარები კი ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში თათიასა და ნათიასთან ერთად იმოგზაურებენ და იმხიარულებენ.
R