"მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა ,"ნინო, მე მოვედი". მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას" - წერს სოციალურ ქსელში ნინო კვარაცხელია, რომლის სიყვარულის ამბავმა ბევრს აუჩუყა გული რამდენიმე თვის წინ. მაშინ ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავა ყვებოდნენ, როგორ დააშორათ ცხოვრებამ ერთმანეთს 40 წლის წინ, სოხუმში, მერე კი როგორ იპოვეს ერთმანეთი სოციალურ ქსელში.
დღეს წყვილი უკვე ერთადაა - ემზარმა ნინოს ამერიკაში ჩააკითხა და წყვილი გულშემატკივრებს პირდება, რომ ამიერიდან ერთმანეთს აღარ დაკარგავენ.
ნახეთ მათი სიყვარულის ამბავი: