23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება და ოფიციალურად უქმე დღეა. სახელი გიორგი კი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტ ადამიანს ჰქვია. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 193 438 გიორგი ცხოვრობს.
2023 წელს კი, ამ მომენტამდე, 722 გიორგი დაიბადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ Mshoblebi.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში ვაჟების სახელებს შორის კვლავ გიორგი ლიდერობდა და 1072 ბავშვს დაარქვეს.