57 წლის ვენსან კასელის 27 წლის შეყვარებულმა ვარცხნილობა შეიცვალა, რომ ტინა კუნაკის აღარ შეადარონ - მსახიობი კვლავ რომანტიკას ეძებს - მშობლები

57 წლის ვენსან კასელის 27 წლის შეყვარებულმა ვარცხნილობა შეიცვალა, რომ ტინა კუნაკის აღარ შეადარონ - მსახიობი კვლავ რომანტიკას ეძებს

2023-11-24 08:23:44+04:00

ფრანგი მსახიობი და ულამაზესი მონიკა ბელუჩის ყოფილი ქმარი ვენსან კასელი, ლამაზმანთან დაშორების შემდეგ ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული - მშვენიერ მოდელ ტინა კუნაკიზე, რომელთანაც მესამე შვილი შეეძინა.

tina-1700800454.jpg
ვენსანი და ტინა კუნაკი

თუმცა მსახიობი ვერც ტინასთან გაჩერდა დიდხანს და ცოტა ხნის წინ ახალი რომანი წამოიწყო - 27 წლის მოდელთან, რომელსაც ბევრი ტინას ასლს უწოდებს. ბრაზილიელი მოდელი ნარა ბაპტისტა მართლაც ძალიან ჰგავს ტინას.

proekt-5-1700800551.jpg

photo-2023-09-26-12-46-05-600x400-1700800552.jpg

ვენსანი რამდენიმე თვეა ნარას ხვდება, ერთად იყვნენ რიო-დე-ჟანეიროში, ლონდონში და პარიზში.

127773916-original-1700800552.jpg

ერთად გაატარეს 23 ნოემბერიც, ვენსანის დაბადების დღე - მსახიობს 57 წელი შეუსრულდა.

728x485-1-442449ca1f19b90ead3fb18ec833b15f900x600-0x1e1hmcj0-5536637847537854370-1700800552.jpg

რასაკვირველია, პრესა ბევრს წერს ახალ წყვილზე და როგორც ჩანს, ნარას მობეზრდა ტინა კუნაკისთან შედარებები. სწორედ ამას უკავშირებენ მისი თაყვანისმცემლები მისი სტილის მოულოდნელ ცვლილებას - მოდელმა უცებ თმა მოკლედ შეიჭრა და გაიქერავა.

470x600-1-b3421c7a0ecc298b8dce0cded23158621075x1371-0xsenjmntl-2973145134868405384-1700800551.jpg