"ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი... მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს? - მშობლები

"ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი... მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს?

2023-11-27 22:52:55+04:00

26 ნოემბერს 2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება მასპინძელმა ქვეყანამ, საფრანგეთმა მოიპოვა. მაყურებლისა და ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, მომღერალმა ზოი კულაკმა 228 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

წელს კონკურსზე საქართველო ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა წარადგინეს. კონკურსში, რომელშიც 16 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა. მსგავსი ცუდი შედეგი საქართველოს მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს ჰქონდა.

მონაწილე ქვეყნებიდან ჟიურიმ, ჯამში, 21 ქულა დაგვიწერა. ყველაზე მაღალი 5-5 ქულა - ესპანეთმა, პორტუგალიამ და სომხეთმა. გაერთიანებულმა სამეფომ და იტალიამ 3-3 ქულით შეაფასეს ქართული ტრიო, გერმანიამ კი 1 ქულა დაგვიწერა. დანარჩენი ქვეყნების ჟიურის ქართველი კონკურსანტებისთვის ხმა არ მიუცია.

რაც შეეხება ტელემაყურებლის შეფასებას, საქართველომ შემოსული ხმების ყველაზე დიდი წილი მიიღო - 5.72% , 12 ქულა მოგვცა ესპანეთმა, ყველაზე დაბალი 1 ქულა - ესტონეთმა.

უფროსების ევროვიზიისგან განსხვავებით, საქართველო საბავშვო ევროვიზიის შედეგებით ყოველთვის ამაყობდა. სხვადასხვა წლებში სამჯერ გვაქვს მოგებული საბავშვო ევროვიზია. წლების განმავლობაში კონკრსზე გასაგზავნ ბავშვებს გიგა კუხიანიძის სტუდია ამზადებდა. ამჯერად ბავშვები "ჰეიმა პროდაქშენმა“ მოამზადა, რომლის დირექტორებიც ირაკლი მანჩხაშვილი და მუსიკოსი მებო ნუცუბიძე არიან.

რატომ შეიცვალა პროდაქშენის გუნდი, როგორ შეაფასებდა მიღებულ შედეგს? - ამ კითხვებზე პროდიუსერმა გიგა კუხიანიძემ AMBEBI.GE-სთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან გვითხრა, რომ არანაირად არ იყო წლევანდელ პროცესში ჩართული, მისგან რაიმე შეფასება კი გამართლებული არ იქნებოდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ისტორიაში სამჯერ გახდა:

პირველად 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გაიმარჯვა, ჯგუფის წევრები იყვნენ: გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი, ისინი კონკურსზე ყველაზე პატარები იყვნენ. "ბზიკების“ მუსიკალური ხელმძღვანელი იყო გიგა კუხიანიძე.

2011 წელს გამარჯვებული ჯგუფი Candy გახდა, სიმღერით Candy Music. ქართული მუსიკალური ჯგუფი შედგებოდა 5 მონაწილისგან: მარიამ ღვალაძე, ირა კოვალენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი და ანა ხანჩალიანი. მისი მუსიკალური ხელმძღვანელი კვლავ გიგა კუხიანიძე გახლდათ.

2016 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი გახდა, საკონკურსო სიმღერით "მზეო”. ის "ბზიკები სტუდიოს" წარმოადგენდა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა. განაგრძეთ კითხვა