გადაკეტილი პარიზი და დახარჯული 60 მლნ დოლარი - ვინ არის წყვილი, რომლის "საუკუნის ქორწილმა" მსოფლიო აალაპარაკა - მშობლები

გადაკეტილი პარიზი და დახარჯული 60 მლნ დოლარი - ვინ არის წყვილი, რომლის "საუკუნის ქორწილმა" მსოფლიო აალაპარაკა

2023-11-28 10:38:23+04:00

საფრანგეთის დედაქალაქში გამართულმა საქორწინო ცერემონიამ მთელი მსოფლიოს აალაპარაკა. არც დედოფალი ყოფილა ცნობადი სახე და არც მისი მეუღლე, თუმცა ახლა მათ უამრავი ადამიანი იცნობს:

3-1701153732.jpg
მადლენი და ჯეიკობი

უკვე რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებელი ცდილობს, გაარკვიოს, რა დაჯდა პარიზში გამართული ზღაპრული საქორწინო ცერემონია. 26 წლის ამერიკელი გოგონას, მადლენ ბროკვეის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ხალხმა "საუკუნის ქორწილი" უწოდა და დღემდე ცერემონიიდან გავრცელებული ფოტოებითა და ვიდეოებით უამრავი ადამიანია აღფრთოვანებული.

4-1701153772.jpg
მადლენი და ჯეიკობი

ზღაპრული ქორწილი ნოებრის შუა რიცხვებში გაიმართა. მადლენ ბროკვეი ჯეიკობ ლაგრონზე დაქორწინდა. ზეიმი კი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა... წყვილი ვერსალის სასახლეში იმყოფებოდა, საღამო ოპერა გარნიეში გაატარეს და სპეციალურად მათთვის მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი - Maroon 5 უკრავდა.

22-1701153798.jpg

ბევრი ამბობდა იმასაც, რომ პარიზში გამართულმა ქორწილმა საკუთარი მასშტაბითა და ღირებულებით სოფია რიჩის ქორწილსაც კი გადაასწრო. რიჩის საქორწინო ცერემონია გასული წლის გაზაფხულზე გაიმართა და ზღაპრული ქორწილის შესახებ უამრავი ადამიანი ლაპარაკობდა. ახლა კი ეს აღარავის უკვირს...

მადლენმა წინასაქორწინო 4-დღიანი წვეულება ამერიკაში, Amangiri Resort-ში გამართა. ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი.

5-1701153812.jpg

ქორწილისთვის კი ბროკვეიმ და ლაგრონმა ოჯახი და მეგობრები პარიზში კერძო თვითმფრინავით წაიყვანეს. თან ახლდათ ვიზაჟისტებისა და სტილისტების გუნდი, პროფესიონალი ფოტოგრაფები, ჰქონდათ უამრავი ტანსაცმელი, რომ ყოველი დღისთვის განსხვავებულად წარმდგარიყვნენ სტუმრების წინაშე.

image11-1701153873.jpg

ახალდაქორწინებულებმა ზეიმი Chanel-ის მოდის სახლის მთავარ ბუტიკში დაიწყეს. იქ მათთვის და სტუმრებისთვის სპეციალური ვახშამი მოეწყო. პირველი დღისთვის 26 წლის დედოფალმა შედარებით მოკრძალებული, ტვიდის კაბა აირჩია.

მეორე დღეს წყვილი და მათი სტუმრების კერძო ტურით ვერსალის სასახლეში გაემგზავრნენ და ვახშამიც მოაწყვეს.

88-1701153903.jpg

წვეულებამდე 3 დღით ადრე კი დედოფალი და მისი მომავალი მეუღლე ეიფელის კოშკზე ლანჩისთვის ავიდნენ, ფოტოსესია მოაწყვეს და შემდეგ ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს. მადლენს თეთრი ბეწვის მოცულობითი ქურთუკი ამშვენებდა.

პარიზის ოპერის თეატრი სპეციალურად მათთვის მორთეს და წყვილმა მთავარი ცერემონია სწორედ იქ გამართა. ვახშამი კი რესტორან Garnier-ში გაიმართა. ბროკვეის თეთრი, კოქტეილის მინი-კაბა ეცვა, რომელიც ყვავილებით იყო მოქარგული.

ქორწილის ცერემონია ღია ცის ქვეშ წარიმართა. დეკორაციებსა და სილამაზეზე კი საუბარი ზედმეტია. როდესაც წყვილმა პირველი ცეკვა შეასრულა, ამის შემდეგ ჯგუფი Maroon 5 გამოვიდა და დაკვრა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიას "საუკუნის ქორწილი" უწოდეს, არავინ იცის, ვინ არიან მადლენ ბროკვეი, მისი ქმარი, ან ოჯახი.

როგორც უკვე მიხვდით, წყვილს საკმაოდ შეძლებული მშობლები ჰყავს. ქორწილი თითქმის 60 მილიონი დოლარი დაჯდა. მადლენის მამა ამერიკის შეერთებულ შტატებში Mercedes-Benz-ის ავტომობილების დილერებს ფლობს, დედა კი ფლორიდაში მერსედესის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

99-1701153979.jpg
მადლენი და ჯეიკობი

ოჯახის ზუსტი შემოსავალი უცნობია, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში მათ 700 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავეს.

რაც შეეხება სიძეს, ის ადრე ქანთრი-მუსიკის ასოციაციის კოორდინატორად მუშაობდა. ამის შემდეგ ჯეიკობი რამდენიმე წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ Ole Miss-ის ოპერატიული ასისტენტი იყო. 2018 წელს კი ქანთრი-მომღერლის ჯეისონ ალდინის პროდიუსერის ასისტენტი გახდა. რას საქმიანობს ახლა ჯეიკობი, უცნობია.