საქართველოში კვლავ დათბება და ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

საქართველოში კვლავ დათბება და ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2023-11-29 13:54:52+04:00

30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:

- 30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპია ნავარაუდევი. 1-4 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბის თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში, საშუალოდ, +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +19 გრადუსამდე.

თბილისში ამაღამ 0 გრადუსია მოსალოდნელი. 1-4 დეკემბერს დედაქალაქში ღამის მინიმალური ტემპერატურა +5, +7 გრადუსის, დღისით +17, +19 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ამაღამ, სხვა დღეებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურაა - აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, +3 გრადუსის ფარგლებში იქნება, მთაში -5 გრადუსამდე და მაღალ მთაში -5, -10 გრადუსის ფარგლებში. 1-ელი დეკემბრიდან ტემპერატურა ყველგან მოიმატებს. უარყოფითი ტემპერატურა ღამის საათებში შესაძლოა, დარჩეს, მაგრამ ძლიერი არა.

თამარ იაკობაშვილი