63 წლის ია ნინიძის ახალი ფოტოსესია ქალიშვილთან ერთად - მშვენიერი მსახიობის ოჯახური ბედნიერება უიღბლო პირადი ცხოვრების შემდეგ - მშობლები

63 წლის ია ნინიძის ახალი ფოტოსესია ქალიშვილთან ერთად - მშვენიერი მსახიობის ოჯახური ბედნიერება უიღბლო პირადი ცხოვრების შემდეგ

2023-11-30 13:36:33+04:00

ცნობილი მსახიობი ია ნინიძე 63 წლისაა და მისი მშვენიერი ღიმილი, რომლითაც უამრავ მაყურებელს ხიბლავდა წლების განმავლობაში, კვლავ უცვლელია. სულ პატარა ასაკიდან გახდა პოპულარული, როცა "ვერის უბნის მელოდიებში" გადაიღეს, მალე კი არა მხოლოდ საქართველოს, სრულიად საბჭოთა კინოს ვარსკვლავად იქცა და მუდმივად დაკავებული იყო, როგორც მსახიობი.

29101690-1548975561868275-5131047800460541952-n-1701338100.jpg

მიუხედავად კარიერული წარმატებისა, მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისე იღბლიანად აეწყო. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა ყველა ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

67314901-2234820846617073-665679991979114496-n-1701338124.jpg

იას პირველი ქმარი სოფილო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლის ია ნინიძე შეუყვარდა. წყვილმა მალევე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. თუმცა როგორც მოგვიანებით ია ყვებოდა, ნიკუშა არ იყო ჯერ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ბოჰემური ცხოვრების წესი უფრო მოსწონდა. მალე საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვითარება აქაც არ შეცვლილა და საბოლოოდ, ახალშექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.

403x600-0-3f1f52bad91c17b624c204227d49fdef644x960-0xac120003-13331715511662457285-47002-1701337639.jpg
ია და ნიკუშა

ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო. იქვე შეხვლა ახალ სიყვარულს -სერგეი მაკსაჩოვს, რომელზეც მალევე იქორწინა. 1985 წლის წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა.

400x600-0-9665a989e5c053a150ea5153cccba648414x621-0xac120003-7452620841662457632-47033-1701338259.jpg
ია და სერგეი

1986 წლის შემოდგომაზე იას ცხოვრებაში მხატვარი მიხეილ ნემსაძე გამოჩნდა. ნინიძემ კიდევ ერთხელ იქორწინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილს ამერიკაში გადასვლის სურვილი ამოძრავებდა, რასაც ია არ უჭერდა მხარს. მალე წყვილს ქალიშვილი - ნინოს შეეძინა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.

400x600-0-2c1dfe84e98c6901cf3e558dfdc9c9d7400x600-0xac120003-4346025781662457694-47066-1701338427.jpg
ია და მიხეილი

404113727-826918165839639-4880192367862192925-n-1701338516.jpg
ია შვილებთან ერთად

შემდეგ იყო მის ცხოვრებაში დიდი სიყვარული, ბიზნესმენ ლადოს სახით, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა და მალე გარდაიცვალა. მოგვიანებით მსაიხობი ყვებოდა, რომ წლები გლოვობდა ამ ადამიანს და დეპრესიაშიც კი ჩავარდა მის გამო. თუმცა ამ მდგომარეობიდან შვილებმა გამოიყვანეს და შემდეგაც, კვლავ შვილების მომავლისთვის, გადაწყვიტა, ისევ მოსკოვში დაბრუნებილიყო საცხოვრებლად, სადაც მისი ყოფილი ქმარი სერგეი დაპირდა, რომ მათი საერთო შვილის - გიორგის განათლებაზე იზრუნებდა. იქვე დაიწყო იამ მუშაობა და სამსახიობო კარიერაც.

152735169-3593638014068676-3213934167607900823-n-1701338739.jpg

2012 წელს კვლავ განსაცდელი ელოდა, სიმსივნის დიაგნოზის სახით, თუმცა მსახიობმა ეს განსაცდელიც გადალახა და ამბობს, რომ დღეს ძალიან ბედნიერია შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში. მისი ქალიშვილი ნინო ცნობილი მსახიობია, ვაჟი კი ადვოკატია.

152450810-3593690370730107-4507839740016432893-n-1701339199.jpg406637919-6690211694411277-603997323445604106-n-1701339199.jpg

იხილეთ უფრო ვრცლად ია ნინიძის მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე:

ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა
მარიტას როლი ლიკა ქავჟარაძის ნაცვლად ნატვრის ხეში ია ნინიძეს უნდა ეთამაშა... - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფილმზე