ანემია ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის. ხშირად ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც არასწორია, რადგან რეალურად ანემია ბევრად უფრო რთულად სამკურნალოა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
დაავადების შესახებ გვესაუბრება ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰემატოლოგი, ონკოჰემალოგი, აიდა გოზალოვა.
- ანემიის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირია რკინის დეფიციტი, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება სხვადასხვა დაავადებისგან იყოს გამოწვეული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საკვების არასწორი რაციონი ან შეწოვის დარღვევა, ჭარბი მენსტრუალური ციკლი, ორსულობა და სხვა.
ანემიას ასევე იწვევს ონკოლოგიური დაავადებები. ონკოლოგიური პრობლემის დროს მიზეზი თავად დაავადებაა და არა - უშუალოდ სისხლის დაკარგვა.
ანემიის გამომწვევი ხშირი მიზეზია ქრონიკული ანთებითი, მათ შორის, რევმატული დაავადებები, ასევე ანემია ხშირია ჰემატოლოგიური დაავადებების დროსაც.
- რისკჯგფებში ხშირად არიან ორსული ქალბატონები, ამიტომ ორსულობის დაგეგმვამდე სპეციალური კვლევების ჩატარებაა რეკომენდებული. ასევე რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ვეგეტარიანელები და ისინი, ვინც ხშირად მარხულობენ. აუცილებელია, ხორცის ნაცვლად ამ ადამიანებმა მიიღონ დიდი რაოდენობით რკინისშემცვლელი საკვები.
ანემიის გაჩენის დიდი რისკი აქვთ მათ, ვისაც კუჭის ოპერაცია აქვთ გაკეთებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ოპერაცია სიმსივნის დროს თუ - ბარიარტრიული. ნებისმიერ შემთხვევაში კუჭი არასრული მოცულობით რჩება და შესაბამისად, არასრულად შეწოვება საკვებიც.
- რკინადეფიციტური ანემიის პრევენცია შესაძლებელია სწორი კვებით. ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით რკინას, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B12-ს შეიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია ხორცის საჭირო რაოდენობით მიღება. ასევე აუცილებელია კვების რაციონი შეიცავდეს მარცვლეულს, მათ შორის, ლობიოს, წიწიბურას და სხვა.
რაც შეეხება სხვადასხვა დაავადებითაა გამოწვეულ ანემიას, პრევენცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
- ანემიის პირველადი სიმპტომებია: სისუსტე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა და აქერცვლა, სუნთქვის უკმარისობა, ფიზიკური დატვირთვის გაძნელება, ტაქიკარდია.
- ანემიის სიმპტომები არის ზოგადი, ეს სიმპტომები შესაძლოა სხვა დაავადებასაც ახასიათებდეს, სწორედ ამიტომ უმჯობესია, პაციენტმა ჯერ მიმართოს თერაპევტს (ოჯახის ექიმს). თერაპევტი ანამნეზიდან გამომდინარე ჩაატარებს კვლევებს და გადაამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან.
თუ პირველადი ანალიზების შედეგებში რკინის დეფიციტი დადასტურდა, სასურველია, მკურნალობა რკინის პრეპარატით არ დაიწყოს ოჯახის ექიმმა და მკურნალობის კურსი ჰემატოლოგმა დანიშნოს დამატებითი კვლევების შემდეგ.
- მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და მდგომარეობის სიმძიმეზე. შესაძლებელია დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა ან საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა. ქრონიკული ანემიის შემთხვევაში ხშირად აუცილებელია ცხოვრების წესის ცვლილებაც.
დიაგნოსტირებისთვის კეთდება არაერთი ანალიზი, რომელიც პაციენტის ზოგადი ჩივილებისა და სისხლის საერთო ანალიზის შედეგების მიხედვით ინიშნება. პირველ რიგში, გამოვრიცხავთ ანემია რკინადეფიციტურია თუ არა და შემდეგ უკვე ვნიშნავთ სხვა კვლევებს.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ მრავალპროფილური კლინიკაა, სწორედ ამიტომ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ყველა საჭირო მომსახურება ადგილზევე მიიღონ.
R