როგორ ავუხსნათ ბავშვს, რატომ ვერ მოაქვს თოვლის პაპას ძალიან ძვირიანი საჩუქრები - არგუმენტები, რომლებიც დაჭირდებათ - მშობლები

როგორ ავუხსნათ ბავშვს, რატომ ვერ მოაქვს თოვლის პაპას ძალიან ძვირიანი საჩუქრები - არგუმენტები, რომლებიც დაჭირდებათ

2023-12-01 09:27:51+04:00

ახალი წელი პატარებისთვის საოცნებო საჩუქრებთან ასოცირდება. თუმცა ბავშვებს საკმაოდ მდიდარი ფანტაზია აქვთ და ხშირად სთხოვენ თოვლის პაპას ისეთ საჩუქარს, რომელიც ოჯახის ბიუჯეტისთვის ადეკვატური არ არის. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ მათ შვილს ძალიან ძვირფასი საჩუქარი სურს? როგორ უნდა აუხსნათ მას, რომ თოვლის პაპა ყოვლისშემძლე არ არის, თან ეს განმარტება უნდა მიაწოდოთ ისე, რომ სადღესასწაულო განწყობა არ ჩაიშალოს.

ბავშვს შესთავაზეთ ასეთი აზრი, რომ თოვლის პაპას სიურპრიზები უფრო უყვარს და ვაცადოთ, ის მოგვიტანოს, რის მოტანასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. თქვენ კი ეცადეთ, მისი სურვილების გათვალისწინებით, ისეთი რამ შეარჩიოთ, რაც სიხარულთან ერთად გააოცებს კიდეც: „საიდან იცოდა თოვლის პაპამ, რომ ზუსტად ეს მინდოდა“.

რაც შეეხება ზედმეტად ძვირადღირებულ საჩუქრებს ან ისეთ ნივთებს, რომლებიც მშობლების თვალსაზრისით არ გამოდგება ბავშვისთვის, უთხარით, რომ ბაბუა მილიონერი არ არის, ამ ქვეყნად ბევრი ბავშვია, ამიტომ ბაბუა ისეთ საჩუქრებს ყიდულობს, რომ ყველასთვის საკმარისი იყოს და ტომარაშიც მოთავსდეს.

თუ მშობლებს სურთ, თოვლის პაპის ლეგენდა შეინარჩუნონ ისე, რომ მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ არ დადგეს მაშინ, როცა სხვა ბავშვებთან აშკარად ძვირიანი საჩუქრები მიაქვს, მყარი არგუმენტები დაგჭირდებათ:

  • სანტა კლაუსს კი აქვს გაჯეტები და სხვა ძვირადღირებული საჩუქრები, მაგრამ იცის, რიმ ყველას არ ეყოფა და გათამაშებას აწყობს. ვინც მოიგებს, იმასთან მიაქვს. შენ იქნებ მომავალ წელს მოიგო.
  • თოვლის ბაბუამ ყველაფერი იცის იმ ბავშვების შესახებ, ვისთვისაც საჩუქრები მიაქვს და თუ რამე არ მოიტანა, ეს ნიშნავს, რომ მისი აზრით, ჯერ ადრეა ბავშვისთვის ეს ნივთი.
  • თოვლის ბაბუას ჯუჯები ეხმარებიან (თოვლის კაცები, კურდღლები თუ ვინმე სხვა), მაგრამ ისინი ძალიან უყურადღებონი არიან - ყოველთვის რაღაცას ურევენ და შეცდომით აწყობენ საჩუქრებს.
  • ბავშვისთვის საჩუქრის მომზადებამდე თოვლის ბაბუა ურეკავს მშობლებს და ეკითხება, აძლევენ თუ არა უფლებას, რომ მათ შვილს ეს ნივთი აჩუქოს. თუ დედა ან მამა წინააღმდეგია, მაშინ ბაბუა სხვა რამეს მოძებნის.
  • არის კიდევ ერთი ვარიანტი: შეგიძლიათ თოვლის პაპაის სახელით მისწეროთ შვილს. ბაბუამ დაწეროს, რატომ ვერ შეასრულებს თავისი პატარა მეგობრის თხოვნას წელს. ასეთი წერილის მიღება ხომ უკვე სასწაულია?