"ვა­ღი­ა­რებ, რო­გორც დედა ამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ გავ­ბრაზ­დი... ბო­დი­ში მე მეთ­ქმის, რომ რე­აქ­ცია სა­თა­ნა­დო ვერ გა­მოვ­ხა­ტე. შე­იძ­ლე­ბა გჯე­რო­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ზე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის..." - ზიზი ჭელიძე გიორგის ოჯახს შინ ესტუმრა - მშობლები

"ვა­ღი­ა­რებ, რო­გორც დედა ამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ გავ­ბრაზ­დი... ბო­დი­ში მე მეთ­ქმის, რომ რე­აქ­ცია სა­თა­ნა­დო ვერ გა­მოვ­ხა­ტე. შე­იძ­ლე­ბა გჯე­რო­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ზე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის..." - ზიზი ჭელიძე გიორგის ოჯახს შინ ესტუმრა

2023-12-01 10:25:46+04:00

რამდენიმე დღის წინ ოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ატეხილ აჟიოტაჟს ბავშვის დედაც გამოეხმაურა და ვიდეოს გმირიც. მოზარდის დედამ ლალი ბერინაშვილმა თქვა, რომ მართალია, მადლობელი იყო უცხო ადამიანის მხრიდან გამოვლენილი სიკეთის ჟესტის, თუმცა მიაჩნდა, რომ არ იყო სწორი ვიდეოს გამოქვეყნება:

თავიდან ძალიან გავუბრაზდი გიორგის. შემეშინდა, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი. მადლობელი ვარ ამ პიროვნების, რომ დაეხმარა, მაგრამ არ უნდა გაესაჯაროებინა - რას ამბობს დედა შვილის შესახებ გავრცელებულ ცნობილ ვიდეოზე

საკუთარი პოზიცია გამოხატა იმ ქალბატონმაც, ვინც ვიდეოში ბავშვს ფულს ჩუქნის:

არაფერს ვნანობ, მე ამ ბავშვის ემოცია არასდროს დამავიწყდება.. დღეს ვნახე ბავშვი და უბედნიერესია - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?

ახლა კიდევ ერთი გაგრძელება მოჰყვა ამბავს, ქალბატონები ერთმანეთს შეხვდნენ და გიორგის დედამ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"მოკლედ, აპრილში გადაღებული ქალბატონი ზიზის და გიორგის ვიდეოს შესახებ, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჩემს რეაქციაზე და ქალბატონი ზიზის და მისი მეუღლის ჩვენთან სტუმრობაზე. გიორგის ვინც იცნობს იცის, როგორი ცელქიც არის, ამავდროულად ყოჩაღი, მიზანდასახული და მშრომელი, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ ასეა. წავიდა და ყვავილები გაყიდა, პატიოსანი შრომით ფულის შეგროვებას ცდილობდა, მის საბედნიეროდ კი იმ მომენტში ქალბატონი ზიზისნაირი ადამიანი გამოჩნდა და როგორც ვიდეოში ნახეთ, ასე გაახარა ჩემი შვილი.

ვიდეო ისე გავრცელდა სოციალურ ქსელში, მთელმა საქართველომ თუ არა ნახევარმა მაინც იცის უკვე ამ სიკეთის და გიორგის ემოციების შესასეხ. ვაღიარებ, როგორც დედა ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გავბრაზდი, ასე გასაჯაროვება რა საჭირო იყო-მეთქი, ალბათ საზოგადოების რეაქცია მაშინებდა, ხალხი რას იფიქრებს შვილი გაუშვა და ყვავილებს აყიდინებსო. ამ ვიდეომ ბევრი პოზიტიური და ბევრიც ნეგატიური კომენტარი დაიმსახურა.

რა თქმა უნდა, ნეგატიურმა პოზიტიური მხარე ამ სიკეთეს ვერ და არ დაუკარგა. უშუალოდ ქალბატონ ზიზიზე, არც კი ვიცი რა სიტყვები მეკუთვნის, რომ ვთქვა, ან ის გრძნობები იმ სიტყვებით გადმოვცე, რა სიტყვებითაც ეს ამბავი იმსახურებს მოყოლას. ეს უზუმოდ კეთილი, თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი სახლში მესტუმრა, კიდევ ერთხელ გაახარა ჩემი შვილი და ამ ვიდეოსთვის მომიბოდიშა, თუმცა მას რა ააქვს საბოდიშო, პირიქით ბოდიში მე მეთქმის, რომ რეაქცია სათანადო ვერ გამოვხატე. შეიძლება გჯეროდეს ამ ქვეყანაზე კარგი ადამიანების არსებობის, ქალბატონი ზიზი კი ცოცხალი მაგალითი, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება. არ ვიცი ადამიანმა ამდენი გააიმეტო სხვისთვის…

ღმერთი ასმაგად და ათი ათასად დაუბრუნებს და დაუფასებს ქალბატონს ამ სიკეთეს. კი უნდა გადაეღო ეს ვიდეო, სხვა შემთხვევაში დღეს არ გვეცოდინებოდა არც მე და არც თქვენ , რომ მისნაირი ხელგაშლილი ადამიანები საზოგადოებაში შემორჩნენ! არ ვიცი რით დავიმსახურეთ მისგან ასეთი სიკეთე მაგრამ ფაქტია უანგაროდ აკეთებს. ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება და სილაღე არ მოაკლოს თქვენს ოჯახს, ქალბატონო".