"მართლაც საოცარი ემოციაა, თუნდაც ერთი დღით სიხარული მიანიჭო ამ არაჩვეულებრივ პატარებს" - ორგანიზაცია, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს უკვე 10 წელია ეხმარება - მშობლები

"მართლაც საოცარი ემოციაა, თუნდაც ერთი დღით სიხარული მიანიჭო ამ არაჩვეულებრივ პატარებს" - ორგანიზაცია, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს უკვე 10 წელია ეხმარება

2023-12-01 14:20:20+04:00

ლუბა კოზმავამ, ზაალ სამადაშვილთან და ლელა კილაძესთან ერთად, 2014 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის ცენტრი" დააარსა და ამავე ორგანიზაციის დირექტორია. წლების განმავლობაში, "თანადგომის ცენტრმა" არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, დაეხმარა სოციალურად დაუცველ პირებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, ადამიანებს, რომელთა უფლებებიც რელიგიური, თუ ეთნიკური მოტივით დაირღვა. ორგანიზაცია დღემდე ფუნქციონირებს და მიზანი, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს, უცვლელად რჩება. ლუბა კოზმავა განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე თავად გვიყვება:

165705-186537731364941-7998873-n-1701444561.jpg

- ჩვენი ორგანიზაცია 2014 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის ცენტრიის" საქმიანობის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი პირების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა, საგანმანათლებლო-კულტურული პროექტების განხორციელება, საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზებაა. ასევე ადამიანის ჰარმონიული განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

- როგორ პოულობდით ბენეფიციარებს და რით ეხმარებოდით - საკვებით, ტანსაცმლით, ფინანსურად, თუ რაში გამოიხატებოდა დახმარება?

- ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მიზანს ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური მომსახურეობის სფეროში ადვოკატირება, ასევე ორივე მიმართულების საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამებით და მონიტორინგით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადამიანის ჰარმონიული განვითარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი პირების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, ქალების, საპატიმროებში მყოფი მსჯავრდებულების, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობებისა და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა.

6-1701426527.jpg

- თავად ბენეფიციარებს თუ შეუძლიათ, თქვენს ორგანიზაციას მომართონ - რა გზით შეიძლება დაკავშირება და ვინ არის მათი მხარდამჭერი?

- რა თქმა უნდა, შეუძლიათ და ხშირად პირადადაც მომმართავენ ბენეფიციარები ამა თუ იმ საკითხებზე და ერთად ვპოულობთ გამოსავალს. ჩემი წარსული გამოცდილება ძალიან მეხმარება აღნიშნული მიმართულებით.

- ზოგადად, თქვენი გადმოსახედიდან, რა პრობლემებია აქტუალური იმ საზოგადოებაში, რომელსაც ეხმარებოდით და ახლაც ეხმარებით?

- საზოგადოების ამ ნაწილის დახმარება ჩემი ცხოვრების წესი გახდა. სადაც არ უნდა ვიყო და რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე, პარალელურ რეჟიმში ვეხმარები საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს იმ პერიოდში ყველაზე მეტად შეიძლება სჭირდებოდეს. ჩვენ რამდენიმე ინოვაციური პროექტი წამოვიწყეთ, რამაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. კერძოდ, გაუმჯობესდა არაერთი მსჯავრდებულის პირობები საპატიმროში. გაუმჯობესდა მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობები. ჩემი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით 2016 წელს დაიწყო და დღემდე ხორციელდება პროექტი სახელწოდებით "სეზონური სკოლა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის", პროექტის მიზანი საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასახლებული რეგიონებიდან მე-12 კლასელებისთვის სეზონური სკოლის მოწყობაა. მოსწავლეების შერჩევა პანკისის რეგიონიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე ჯავახეთიდან მოხდა. პროექტში 800-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ეს ციფრი რეგულარულად იზრდება. პროექტი ხელს უწყობს უმცირესობების რესოციალიზაციას და ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ასევე მნიშვნელოვანია მათი განათლებისა და სწორად აღზრდისთვის. ძირითადი დისციპლინებია:

  • მსოფლიოს ხალხთა რელიგია
  • კულტურა
  • კონფლიქტები
  • მედიასტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკა
  • კინოჩვენება და განხილვა
  • მსოფლიო ლიტერატურა
  • ზოგად უნარებში მომზადება (რადგან მათი დიდი ნაწილი, როგორც წესი, აბიტურიენტია)

- ორგანიზაციის ახლანდელ მიზნებზეც მოგვიყევით, რა მიმართულებით მუშაობთ?

- ახლა ერთდროულად რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. მათ შორისაა მიმდინარე პროექტები, როგორებიცაა "სეზონური სკოლა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის". ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზეც, რაც ქალთა უფლებების დაცვასა და მათ სახელმწიფოს მართვაში ჩართულობას შეუწყობს ხელს.

2-1701426771.4.jpg

- რა გახდა თავდაპირველად მისი დაარსების წინაპირობა, რატომ გადაწყვიტეთ, შეგექმნათ?

მუნიციპალიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა. კერძოდ, თბილისის მერიაში. ჩემი სამსახურიდან გამომდინერე, ყოველდღიური შეხება მქონდა ბენეფიციარებთან: მრავალშვილიან ოჯახებთან, სოციალურად დაუცველებთან. ამდენად, კარგად ვიცნობდი მათ პრობლემებს და ვიცოდი ის საჭიროებები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მათთვის. ამიტომ, ბენეფიციარების პოვნა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ძირითადად, ვეხმარებოდით საკვებით, ტანსაცმლით. შემდეგ ეს ცხოვრების წესად იქცა და პარალელურად, უფრო სერიოზულ თემებს შევეჭიდე და ვეცადე სიღრმისეულად გავრკვეულიყავი და მეპოვა, თუ სად იყო ამ ადამიანების პრობლემის საფუძველი, რათა პრევენციული პროექტები განმეხორციელებინა.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში, არაერთი აქტივობა განვახორციელეთ. მაგალითად, "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის ცენტრი"-ის წარმომადგენლებმა, კინოთეატრ "რუსთაველში" სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უმასპინძლეს.პატარები კინოსეანსს დაესწრნენ. "თანადგომის ცენტრის" წარმომადგენლები სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა. მართლაც საოცარი ემოციაა, თუნდაც ერთი დღით სიხარული მიანიჭო ამ არაჩვეულებრივ პატარებს. ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს ზრუნვას იმ ადამიანებზე, ვისაც თანადგომა სჭირდება.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის ცენტრის" ეგიდით გაიმართა დედა სიდონიას ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძველ ქართულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე სამკაულები. ასევე, სწორედ ამ დღისთვის შეიქმნა პანაღეა პატრიარქისთვის, რომელსაც მის უწმინდესობას "თანადგომის ცენტრის" დამფუძნებლებმა გადასცეს.