მანიაკი ფოტოგრაფი, რომლებიც გოგონებს ქუჩაში უფასო ფოტოსესიას სთავაზობდა, შემდეგ კი ისინი მოტყუებით მიჰყავდა, აუპატიურებდა და კლავდა - მან 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - მშობლები

მანიაკი ფოტოგრაფი, რომლებიც გოგონებს ქუჩაში უფასო ფოტოსესიას სთავაზობდა, შემდეგ კი ისინი მოტყუებით მიჰყავდა, აუპატიურებდა და კლავდა - მან 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

2023-12-04 12:02:29+04:00

1978 წელს ამერიკული შოუს The Dating Game შემქმნელებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც პროექტში სიმპათიური ფოტოგრაფი, როდნი ალკალა ისე მიიწვიეს, რომ მის შესახებ ბევრი არაფერი მოიძიეს. გადაცემის ეთერში ჩვენებიდან 1 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ის მანიაკი იყო...

1-1701677157.jpeg

ისეთი სატელევიზიო შოუები, რომლებშიც მამაკაცები და ქალები ცხოვრების მთავარ სიყვარულს ეძებდნენ და ვინმეს გაცნობა სურდათ, ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. 1970-იანი წლების ბოლოს, შეერთებული შტატების მაცხოვრებლები მსგავსი ტიპის შოუებს, დიდი ინტერესით უყურებდნენ.

2-1701677169.jpg
როდნი ალკალა შოუში

გადაცემის ერთი-ერთი ეპიზოდი მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა. აღნიშნულ ეპიზოდში 35 წლის მამაკაცი, ფოტოგრაფი, რომელსაც ჰოლივუდის ღიმილი ჰქონდა, როდნი ალკალა მონაწილეობდა. იგი შოუში, ფორმატის თანახმად, ნამდვილ სიყვარულს ეძებდა. კაცმა შერილ ბრედშოუ გაიცნო.

გოგონა ისე მოხიბლა, რომ პაემანზეც დაითანხმა. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ ფოტოგრაფი არაფორმალურ გარემოში საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. როდესაც კამერები არ უყურებდა, სრულიად სხვა პიროვნება ხდებოდა. ტელეფონით საეჭვო ზარებს ახორციელებდა. ამიტომაც, შერილმა გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა.

5-1701677205.jpg
როდნი ალკალა

"როდესაც მელაპარაკა, ცუდად გავხდი. გიჟივით იქცეოდა. მივხვდი, რომ მისი ნახვა აღარ მინდოდა." - განუცხადა შერილ ბრედშოუმ Sunday Telegraph-ს 2012 წელს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შერილი 1979 წელს საკუთარმა ინტუიციამ გადაარჩინა და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფოტოგრაფს აღარ შეხვდა. მოგვიანებით გაირკვა, შოუში მონაწილეობამდე, ფოტოგრაფმა 8 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა და ამის გამო ციხეში 3 წლის განმავლობაში იჯდა.

3-1701677271.jpg
რობინ სამსო

როდესაც ალკალა გაათავისუფლეს, ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო. 1970-იანი წლებიდან კი გამორჩეული გარეგნობის, ქარიზმის, კომუნიკაციისა და მანიპულაციის უნარის გამო უამრავი კლიენტი ჰყავდა. მასთან ფოტოსესიის მოწყობაზე უამრავი ადამიანი ოცნებობდა. ამავე პერიოდში, ჟურნალისტები ახალგაზრდა გოგონების გაუჩინარების შესახებ წერდნენ და ათობით საქმე გასახსნელი იყო.

1979 წლის ივნისში 12 წლის გოგონა, სახელად რობინ სამსო, გაუჩინარდა. გოგონა ბალეტზე მიდიოდა, თუმცა სტუდიამდე არ მისულა. რობინის დედამ სასწრაფოდ პოლიციას მიმართა. ძიება დაიწყეს, თუმცა ქალს ერთი კვირის შემდეგ სამწუხარო ამბავი შეატყობინეს - გოგონა გარდაცვლილი იპოვეს...

6-1701677319.jpg

გამოძიება გაგრძელდა. რობინის ერთ-ერთმა მეგობარმა პოლიციას უთხრა, რომ იმ დღეს მაღალი, ქერა ადამიანი მიუახლოვდათ კამერით ხელში და უფასო ფოტოსესია შესთავაზა. თუმცა, უარი განაცხადეს. მალევე ფოტორობოტი შექმნეს და აღწერილი პიროვნება როდნი ალკალას ძალიან ჰგავდა. ამის შემდეგ ფოტოგრაფის სახლი გაჩხრიკეს და გარდაცვლილი გოგონას საყურეები მის სათავსოში იპოვეს...

1-1701677333.jpeg

1980 წელს მანიაკი ფოტოგრაფი, რომელიც მოზარდ გოგონებს იტაცებდა, აუპატიურებდა და კლავდა, საბოლოოდ დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა, სიკვდილით არ დაუსჯიათ და სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.

9-1701677344.jpg

გამომძიებლები თვლიდნენ, რომ მან მოტყუებით, ფოტოსესიის მოტივით, 100-ზე მეტი გოგონა გააუპატიურა და მოკლა.

10-1701677357.jpeg

ფოტოგრაფი 2021 წლის 24 ივლისს კორკორანის ციხის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში, 77 წლის ასაკში, 42-წლიანი პატიმრობის შემდეგ გარდაიცვალა.