ტრენერი, სპიკერი, კონსულტანტი სანდრო ჯეჯელავა "პირველი არხის" ეთერში თავდაჯერებულობის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა როლი აქვს მას ადამიანის წარმატებაში:
- მთავარი, რაც პირველ ეტაპზე ოჯახს შეუძლია, ადამიანს გაუფუჭოს, თავდაჯერებაა. ძალიან ბევრ ადამიანს ვაწყდებით, რომელიც არაჩვეულებრივია, ზღაპრულია, ყველაფერი აქვს და ამბობს, რომ საკმარისად კარგი არ არის, რაღაც არ გამოსდის. ეს დაპროგრამებულია. სხვათა შორის, ჩვენი სკოლაც ამას აკეთებდა. ნაკლი რაც ჰქონდა მოსწავლეს, იმაზე ლაპარაკობდა. ამიტომ, თავდაჯერებაა ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება, შვილებს აჩუქოთ. ტყუილად არ არის ნათქვამი: "დედაჩემმა რაც 20 წლის ასაკში მითხრა, 40 წლისამ გავიგონეო". ბავშვობაში მიღებული ფრაზები: "მაგარი ხარ", "შეძლებ", "არ შეუშინდე", "დროებითია" და ასე შემდეგ, ყურში ჩაგესმის და ხვდები, რომ რაღაცას შეძლებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დღევანდელი გარემოება რთული იყოს და რაღაცების გეშინოდეს.