დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა... - შეამოწმეთ, რამდენად კარგად გახსოვთ პოეტის შემოქმედება - მშობლები

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა... - შეამოწმეთ, რამდენად კარგად გახსოვთ პოეტის შემოქმედება

2023-12-04 15:07:00+04:00

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა! პოეტი 1817 წლის 4 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისი შემოქმედება დღემდე ცოცხალი, აქტუალური და საინტერესოა.

დღეს პოეტის ბიოგრაფიიდან და შემოქმედებიდან რამდენიმე შეკითხვას შემოგთავაზებთ:

1. დაასრულეთ სტრიქონი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან "მერანი"

"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება..."

  • და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
  • და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
  • თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

2. ჩამოთვლილი ლექსებიდან, რომელი ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილს?

  • "ელეგია"
  • "ხმა იდუმალი"
  • "თოვლი"

3. ნიკოლოზ ბარათაშვილის რომელი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი:

"სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,

მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!

გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?

მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!"

  • "ფიქრნი მტკვრის პირას"
  • "ღამე ყაბახზედ"
  • "შემოღამება მთაწმინდაზედ"

4. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა:

"ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

საბრალოა მხოლოდ … ობოლი,

ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!"

  • სული
  • ფიქრი
  • კაცი

5. ნიკოლოზ ბარათაშვილის რომელი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი:

"ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ

და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ,

არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი

და შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი."

  • "ჩემთ მეგობართ"
  • "საყურე"
  • "ჩემს ვარსკვლავს"

6. დაასრულეთ სტროფი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან:

"განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!

რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.

ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?

..."

  • რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
  • მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
  • ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

7. ჩამოთვლილთაგან, რომელი პოემა ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილს?

  • "აჩრდილი"
  • "ბედი ქართლისა"
  • "ბახტრიონი"

8. რომელი მიმდინარეობის წარმომადგენელი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი?

  • ეგზისტენციალიზმის
  • რომანტიზმის
  • რეალიზმის

9. რამდენი წლის იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, როდესაც გარდაიცვალა?

  • 30-ის
  • 35-ის
  • 27-ის

10. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემდეგ სტროფში:

"… ნიჭი მხოლოდ ხორციელების

და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,

აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,

ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!"

  • სილამაზეა
  • სიკეთეა
  • სიხარულია

სწორი პასუხები:

  1. და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
  2. "ხმა იდუმალი"
  3. "შემოღამება მთაწმინდაზედ"
  4. სული
  5. "ჩემთ მეგობართ"
  6. ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!
  7. "ბედი ქართლისა"
  8. რომანტიზმის
  9. 27-ის
  10. სილამაზეა