საახალწლოდ თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციართა მოსარგებლეებისთვის სასურსათო კალათებს გასცემს. თუმცა, თუ უფასო სასარგებლოთი არ სარგებლობთ და ხართ სოციალურად დაუცველი, თქვენივე რაიონის გამგეობას შეგიძლიათ, ინდივიდუალური განცხადებით მიმართოთ და აღნიშნულ განცხადებას განიხილავენ. 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა - ამის შესახებ თბილისის მერიაში განგვიცხადეს.
1 სასურსათო კალათაში 21 სახეობის პროდუქციაა. კერძოდ:
აღნიშნულ კალათებს უფასო სასადილოების ბენეფიციარები სასადილოში, პერიოდულად მიიღებენ. დარიგება დაახლოებით 25 დეკემბრიდან დაიწყება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 272 22 22
თამარ იაკობაშვილი