სულ ცოტაც და შავი კურდღლის წელს მწვანე ხის დრაკონის წელი ჩანაცვლებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც იღბლიან თილისმად ითვლება. ჩინური მითოლოგიის მიხედვით, დრაკონი დაჯილდოებულია ძლიერი ენერგიით, ძალით, ის ბრძენი არსებაც არის. ამიტომაც მომავალი წელი ნათელ და საინტერესო მოვლენებს გპირდებათ.ფერები, რომლებიც 2024 წლის ფერებად ითვლება, არის ოქროსფერი, ვერცხლისფერი და თეთრ-ნაცრისფერი ჩრდილები. გეპატიჟებით საახალწლო ინტერიერის მოსაწყობად 2024 წლისთვის!
ოქროსფერი საახალწლო დეკორში ყოველთვის ფუფუნებასთან და დახვეწილობასთან ასოცირდება. ის ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს და სადღესასწაულო ატმოსფეროს და განწყობას -0:03ქმნის. გასაკვირი არ არის, რომ ოქროსფერი დეკორი პოპულარობას ზედიზედ რამდენიმე წელია არ კარგავს.
საახალწლოდ ოქროსფერი ყველაზე ხშირად კლასიკურ მწვანე ნაძვთან ერთად გამოიყენება ხოლმე. ოქროს ბურთები და ლენტები მწვანე ტოტების ფონზე განსაცვიფრებელ ჰარმონიას ქმნის. გარდა ამისა, ხეზე ოქროს დეკორაციები შესანიშნავად ისხლიტავს სინათლეს და მხიარულ ანარეკლებს ქმნის, რაც სადღესასწაულო ატმოსფეროს კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და ჯადოსნობას სძენს. განაგრძეთ კითხვა