რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, რომ 2024 წელს ოცნებები აგისრულდეთ და წარმატებას მიაღწიოთ? - მშობლები

რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, რომ 2024 წელს ოცნებები აგისრულდეთ და წარმატებას მიაღწიოთ?

2023-12-06 17:44:41+04:00

ახალი წელი გვიახლოვდება. ამბობენ, რომ წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს ყველა ოცნება და სურვილი ასრულდება. ახალი წელი ხომ შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ გავაკეთოთ ის, რაზეც ვოცნებობთ და რისი განხორციელებაც გვინდა. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ 2024 წელს თქვენი სურვილები შესრულდეს:

როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი ახალი წლის საღამოს, რომ 2024 წელს ოცნება აგვისრულდეს:

  • გამოიყენეთ კონკრეტული წინადადებები და პოზიტიური ფრაზები. თუკი ახალი წლის საღამოს თქვენს სურვილში ვინმეს მიმართ ბრაზს, ნეგატიურ ემოციას გამოხატავთ, ითხოვთ, რომ რომელიმე ადამიანის ცხოვრებაში ცუდი რამ მოხდეს, უკან ბუმერანგის ეფექტით დაგიბრუნდებათ. ამიტომაც, იფიქრეთ პოზიტიურად, იყავით კეთილგანწყობილი. ასეთ შემთხვევაში დადებითი ემოციები უკან დაგიბრუნდებათ.
  • ჩამოაყალიბეთ სურვილი, რომელიც მხოლოდ თქვენ გიკავშირდებათ და არა ზოგად მოვლენას. ეს სურვილის ასრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისაუბრეთ პირველ პირში და თქვენს ოცნებაზე.
  • ნათლად წარმოიდგინეთ თქვენი ოცნება, გარკვევით, მოკლე ფორმულირებით ჩამოწერეთ ფურცელზე. ნუ ისურვებთ ისეთ რამეს, რაც სხვა ადამიანს დააზიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოცნება არ აგისრულდებათ და პირიქით, თქვენ დაგაზიანებთ.
  • თუ ახალი წლის საღამოს სურვილს შემდეგი ფორმულირებით ჩაიფიქრებთ - "მალდივის კუნძულებზე წასვლა მინდა", არასწორი ინტერპრეტაცია ექნება. სურვილი უნდა ჩაიფიქროთ ისე, თითქოს, ის უკვე ახდა. მაგალითად: "ორი კვირით მალდივის კუნძულებზე ვისვენებ და დროს შესანიშნავად ვატარებ."
  • ნუ გამოიყენებთ ნაწილაკს - "არ". მაგალითად, ახალი წლის საღამოს ნუ იტყვით: "არ მინდა, 2024 წელს ავად გავხდე." როგორც სპეციალისტები ამბობენ, "არ" ნაწილაკს საპირისპირო ეფექტი აქვს და შესაძლოა, პირიქით ახდეს. ამიტომ, შეგიძლიათ, თქვათ: "მინდა, მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელად ვიყო."
  • სურვილის ფორმულირებისას, ნუ დააკონკრეტებთ, მაგალითად, მაინცდამაინც რომელ კომპანიასა და თანამდებობაზე გსურთ მუშაობა. ითვლება, რომ ასე განვითარების არეალს ზღუდავთ.
  • თუკი თქვენი სურვილი შემოსავლის გაზრდას უკავშირდება, ნუ იტყვით: "მინდა, ლატარიაში მილიონი მოვიგო." დიდი შანსია, რომ ასეთი სურვილის შემთხვევაში, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ, ჩაიფიქროთ: "მინდა, ჩემი შემოსავალი სამჯერ გაიზარდოს."
  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, რომ სურვილის ჩაფიქრებისას გამოხატოთ პოზიტიური ფრაზები, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ სათქმელი და წარმოიდგინოთ, რომ ის, რაც ძალიან გინდათ, მომავალში კი არა, ახლა ხდება.

11-1701870959..jpg

საუკეთესო რიტუალები იმისათვის, რომ 2024 წელს სურვილები აგვისრულდეს:

პირველ რიგში, სახლი საფუძვლიანად უნდა მოაწესრიგოთ და ყველა არასაჭირო ნივთი გადააგდოთ, გააჩუქოთ, ოთახიდან გაიტანოთ - ითვლება, რომ ამ გზით, სახლიდან ძველი, ნეგატიური ამბები და უიღბლობა გაგაქვთ. ახალ წელს შეხვდით პოზიტიური განწყობით და რწმენით, რომ წინ უკეთესი ამბები იქნება.

ნაძვის ტოტი

არსებობს ასეთი წარმოდგენა, რომ ნაძვის ხესთან პატარა ტოტი ხელში აიღოთ და თქვენი სანუკვარი ოცნების შესახებ ჩასჩურჩულოთ. უმჯობესია, ეს მარტო, სხვა ადამიანების თანხლების გარეშე გააკეთოთ. შემდეგ პატარა ტოტი წყლიან ჭიქაში ჩადეთ, საწოლთან ახლოს დადეთ. სამი დღის შემდეგ კი დათვალეთ, რამდენი წიწვი ჩამოვარდა. ლუწი რიცხვი ნიშნავს, რომ ოცნება 2024 წელს ახდება. კენტი რიცხვი კი ნიშნავს, რომ ცოტა უნდა დაელოდოთ.

სურვილი ბალიშის ქვეშ

კიდევ ერთი საინტერესო გზა - 12 სურვილი 12 პატარა ფურცელზე დაწერეთ. ახალი წლის, ან შობის ღამეს ბალიშის ქვეშ დაიდეთ. დილით, გაღვიძებისას, ისე, რომ წარწერებს არ შეხედოთ, ერთი ფურცელი აიღეთ. ის რაც ფურცელზე ეწერება, 2024 წელს აგისრულდებათ. სურვილი უნდა ჩამოაყალიბოთ მოკლედ, ერთი წინადადებით და რაც მთავარია, უნდა გჯეროდეთ, რომ რეალურად ახდება.

სურვილი შამპანურის ჭიქაში

44-1701870745.jpg

პატარა ფურცელზე დაწერეთ თქვენი სანუკვარი ოცნების შესახებ. შემდეგ ფურცელი გადაახვიეთ და დაწვით. როდესაც ზუსტად 12 საათი შესრულდება, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ და დალიეთ.

ნაძვის ხის სათამაშო

თუ, მაგალითად, სახლზე, მანქანაზე, შემოსავლის გაზრდაზე, შვილის გაჩენაზე, სიყვარულზე ოცნებობთ, ოცნების ასრულების კიდევ ერთი გზა ნაძვის ხეზე შესაბამისი ფორმის სათამაშოს, მაგალითად, სახლის, მანქანის, გულის, ბანკნოტის ფიგურის განთავსებაა. დღესასწაულის შემდეგ ეს სათამაშოები ცალკე, იზოლირებულ ყუთში მოათავსეთ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენი სანუკვარი ოცნების ასრულებას დააჩქარებთ და დიდი შანსია, რომ შედეგი 2024 წელს ნახოთ.

ხელნაკეთი, რომელიც თქვენს ოცნებას განასახიერებს

მოიმარაგეთ ქაღალდები, წებო, ფერადი ფანქრები, სხვადასხვა ნივთი - დახატეთ, ან კიდევ ვიზუალურად შექმენით ის, რაზეც ოცნებობთ. ახალი წლის შემოსვლისას კი აღნიშნული ნახატი, თქვენ მიერ შექმნილი ფიგურა ხელში გეჭიროთ და იფიქრეთ იმაზე, რაც მთელი გულით გინდათ, რომ აგისრულდეთ. ამის შემდეგ კი, ნივთი იზოლირებულ ადგილზე შეინახეთ.

22-1701870758..jpg

ერთი მუჭა ბრინჯი

ქილიდან ერთი მუჭა ბრინჯი ამოიღეთ, მარცხენა ხელში დაიჭირეთ და სურვილი ჩაიფიქრეთ. შემდეგ კი ბრინჯის მარცვლები დათვალეთ. თუ ლუწი იქნება, სურვილი 2024 წელს აგისრულდებათ, ხოლო, თუ კენტი - ესე იგი, ასრულების დრო ჯერ არ დამდგარა.

წერილი თოვლის ბაბუას

შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს რიტუალი მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა თუ თქვენ პატარა წერილს დაწერთ, სადაც სურვილებისა და ოცნებების შესახებ ისაუბრებთ, კონვერტში მოათავსებთ და თქვენს უჯრაში შეინახავთ, დიდი შანსია, რომ ოცნება აგისრულდეთ.

66-1701870787.jpg

სურვილი, როგორც თვითმფრინავი

შეგიძლიათ, ფურცელზე თქვენი ოცნების შესახებ დაწეროთ. ფურცლისაგან თვითმფრინავი გააკეთოთ ისე, როგორც ბავშვობაში და როდესაც 12 საათი შესრულდება, ფანჯრიდან გააფრინოთ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენს გზავნილს სამყარო უკეთ გაიგებს.

საჩუქრები უცნობებისთვის

შემოსავლის გასაზრდელად და ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად, დღესასწაულისთვის ოცდაოთხი პატარა საჩუქარი უნდა მოამზადოთ. დასაშვებია ტკბილეული, წლის სიმბოლოები, სუვენირები, ხილი და ა.შ. თითოეული ნივთი უნდა იყოს გახვეული წითელ ქაღალდში ან მოთავსებული წითელ ჩანთაში. ახალი წლის ღამით კი გადით გარეთ, ქუჩაში და ვინც შეგხვდებათ, აჩუქეთ.

შუშხუნები

ახალ წელს შუშხუნების თანხლებით შეგიძლიათ, სურვილი ჩაიფიქროთ. ჯოხი არ გადააგდოთ. შეინახეთ, ვიდრე ოცნება არ აგისრულდებათ.

წითელი კონვერტი

ჩინური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს წითელ კონვერტში ჩადებული ფულის ჩუქება განსაკუთრებით იღბლიანია და ფინანსურ კეთილდღეობას განაპირობებს.

თუ როგორი იქნება დრაკონის წელი და როგორ უნდა შეხვდეთ, ვრცლად იხილეთ:

როგორი იქნება 2024 წელი, როგორ უნდა შეხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს და ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად - ვრცელი პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით