საახალწლო განწყობაც ნელ-ნელა სულ უფრო ეშხში შედის. ზოგმა ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დადგა ნაძვის ხე, ზოგიერთები კი დეკემბრის დადგომას ელოდნენ და მორთეს სახლი საახალწლოდ.
გადავხედოთ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მორთულ ნაძვის ხეებს.
გიგი დედალამაზიშვილის ოჯახში სრულფასოვანი საახალწლო გარემოა.
ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა პატარა ანნას ჯადოსნურად მოუწყვეს ოთახი.
რუსკა მაყაშვილის ნაძვის ხე.
თამუნა მუსერიძის სახლში ნაძვის ხე მისმა მეუღლემ და შვილმა მორთეს და მთავარი დეკორი შვილების და ცოლ-ქმრის სახელებით დამშვენებული ნაძვის ხის სათამაშოებია.
შორენა ბეგაშვილს გამორჩეული ნაძვის ხე აქვს - ვარდისფერი.
თამუნა ვაშალომიძემ კი ორი ნაძვის ხე დადგა, რომლებიც შვილებთან ერთად ააწყო და მორთო.