შოკისმომგვრელი რეალური ისტორია, რომელიც Netflix-მა ფილმად გადაიღო, კოვალსკების ოჯახის ტრაგიკულ ამბავზეა. "გაუფრთხილდი მაიას" არის ფილმი, რომელშიც გოგონას და მისი ოჯახის ტრაგიკული ამბავია მოთხრობილი.
ამბავი კი ასე დაიწყო:
2016 წელს ჯეკ და ბეატა კოვალსკებმა თავიანთი შვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გოგონას მუცლის ძლიერი ტკივილი აწუხებდა, ყვიროდა და ტიროდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც მოგვიანებით მაის დედა ყვებოდა, მაიას ასთმა აწუხებდა და მსგავსი ტკივილებით პირველი შემთხვევა ერთი წლით ადრე დაფიქსირდა, როცა მაიას ასთმის ძლიერი შეტევა ჰქონდა. გოგონა ფეხებში ძლიერ ტკივილს და წვას უჩიოდა, ღამ-ღამობით ტკივილისგნ ყვიროდა და უჭირდა გადაადგილება. მშობლებმა მისი ექიმებთან ტარება დაიწყეს, თუმცა ვერავინ გებულობდა მიზებს. ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ კუნთების სისუსტებს სტეროიდები იწვევდა, რომლებსაც მაია ასთმის გამო ღებულობდა. სხვებს ვარაუდიც არ ჰქონდათ. უკვე რომ ყველა იმედი გადაეწურათ, მაშინ ურჩიათ ნაცნობმა ადგილობრივი ანესთეზიოლოგი, რომელიც კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომს იკვლევდა. სწორედ მასთან მიიყვანეს მაია, იქვე დაესვა დიაგნოზი და სამ-ოთხ კვირაში ერთხელ მაიას კეტამინის ინიექციებს უკეთებდნენ. მკურნალობა საკმაოდ კარგად წავიდა წინ, თუმცა ყოველი ოთხდღიანი სეანსი 10 ათასი დოლარი ჯდებოდა და მშობლების ზეგანაკვეთური მუშაობაც არ იყო საკმარისი ხარჯების დასაფარად, მოგვიანებით სახლის ბანკში ჩადებაც კი მოუწით.
როცა მაიას მორიგი ძლიერი ტკივილები დაეწყო, უკვე 2016 წელს, მშობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და კლინიკაში მისულმა ბეატამ, რომელიც დიპლომირებული ექთანი იყო და თანაც, უკვე ჰქონდა გამოცდილება, სანამ ბავშვს ექოსკოპიას გაუკეთებდნენ, საავადმყოფოში მოითხოვა, რომ გოგონა ეტლში ჩაესვათ და კეტამინის დიდი დოზა გაეკეთებინათ, რადგანა ეს პრეპარატი ერთადერთი გზა იყო, რომ მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. კეტამინი ძლიერი ტრანკვილიზატორია, ამიტომ მისი გამოყენება მკაცრად კონტროლდება. გარდა ამისა,ამერიკაში, როდესაც მშობლები უარს ამბობენ პერსონლთან თანამშრომლობაზე ან მკურნალობის არატრადიუციულ მეთოდებს იყენებენ, საავადმყოფო ვალდებულია, ამის შესახებ სათანადო უწყებებს ამცნოს.
მდგომარეობის შესაფასებლად ექიმი პედიატრი სალი სმიტი მივიდა კლინიკაში, რომელსაც ბავშვებზე ძალადობის საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ მან წამოაყენა პირველი ეჭვები - ხომ არ იგონებდნენ მშობლები ბავშვის დაავადებას. ეს ეჭვი იმ ფაქტმაც გაამყარა, რომ ერთ-ერთი ექთნის თქმით, როდესაც გოგონა მარტო რჩებოდა, ის ტკივილებს ნაკლებად გამოხატავდა...
10 წლის მაია კოვალსკი ჯონ ჰოპკინსის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. ოჯახი ღელავდა, რომ გოგონას იშვიათი დაავადება ჰქონდა და ექიმების აქტიურ ჩართულობას ითხოვდა. თუმცა ვიდრე ისინი იშვიათ დაავადებასთან ბრძოლისთვის რესურსებს ეძებდნენ, მედიცინის მუშაკებმა სალი სმიტის მეთაურობით, დედისკე იშვერდნენ ხელს და ამბობდნენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შვილის ავადმყოფობას იგონებდა. მათი ვერსიით, მაიას დედას მიუნჰაუზენის სინდრომი ჰქონდა, რაც ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევით გამოიხატება და ადამიანი ასეთ დროს დაავადების სიმპტომებს იგონებს და ხელოვნურად იწვევს. კლინიკაში ჩათვალეს, რომ მშობლები 10 წლის გოგონასთვის საშიშები იყვნენ. მაია მოულოდნელად ტყვეობაში აღმოჩნდა და თვეების განმავლობაში მშობლებს ვერ ხედავდა. მათი ნახვის საშუალება მხოლოდ მოგვიანებით, სასამართლო პროცესებზე ეძლეოდა, როცა მშობლებმა ადვოკატები დაიქირავეს და საქმე სასამართლომდე მივიდა, თუმცა დედას იქაც არ აძლევდნენ შვილთან ჩახუტების უფლებას.
სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბეატას მიუნჰაუზენის სინდრომი არ ჰქონდა, მაგრამ მაია მაინც კლინიკის ტყვეობაში დარჩა, რადგან სმიტს ამჯერად ეჭვი გაუჩნდა, თავად მაია ხომ არ იგონებდა სიმპტომებს და მასზე ექთნების 24-საათიანი დაკვირვება მოითხოვა.
ოჯახმა იმისათვის, რომ შვილი დაებრუნებინა, საკმაოდ რთული გზა გაიარა და ფილმში სწორედ აღნიშნული ისტორიაა ნაჩვენები.
სამწუხაროდ, შემთხვევიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, მორიგი სასამართლო პროცესიდან დაბრუნებულმა, მაიას დედამ, ბეატამ თავი მოიკლა... ის ძალიან განიცდიდა, რომ მისი გოგონა სრულ მარტოობაში იყო, მასთან მასწავლებლებსაც კი არ უშვებდნენ.
ის საკუთარ ჩანაწერებში ამბობს: "მაიასაგან შორს ყოფნას ვეღარ გავუძლებ. არ შემიძლია, ვუყურო, როგორ იტანჯება ჩემი შვილი და მისი მდგომარეობაც უარესდება."
ბეატას გარდაცვალებიდან სულ რაღაც 5 დღეში, მაიას კვლავ ჩაუტარდა კვლევა და უწინდელი დიაგნოზი დადასტურდ, სიმპტომები და მკურნლობაზე რეაქციაც შეესაბამებოდა დიაგნოზს. მაია კლინიკიდან გაათავისუფლეს და მამას დაუბრუნეს...
მაია კოვალსკი ახლა 17 წლისაა, მამასთან, ჯეკთან ერთად ცხოვრობს და სასამართლო პროცესშია ჩართული. ჯეკი ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებმა უკანონოდ აღუკვეთეს ბავშვის მონახულების შესაძლებლობა, არ მისცეს მასთან მიახლოების, მისი ამბის გაგების და რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება.
თავად მაია ამბობს, რომ საავადმყოფოში მარტოობაში გატარებულმა თვეებმა მასზე წარუშლელი კვალი დატოვა და დიდი ტრავმა მიიღო.
ბავშვს კლინიკაში ფიზიოთერაპია უტარდებოდა და მისი მდგომარეობაც გაუმჯობესდა, თუმცა ოჯახი საავადმყოფოს გამოუსწორებელი ზიანის მიყენებისათვის უჩივის. ის, რომ საკუთარ შვილთან მიახლოება აუკრძალეს, რის გამოც დედამ თავი მოიკლა და ბავშვმა ძალიან დიდი ტრავმა მიიღო, ისტორიაში ყველაზე საგულისხმოა. მეტიც, გოგონა ამბობს, რომ მასზე საავადმყოფოში სექსუალურად იძალადეს. მისი თქმით, მამაკაცი ექიმი პალატაში შედიოდა, ინტიმურ ადგილებში ეხებოდა და ავიწროებდა. საავადმყოფო ბრალდებებს უარყოფს და საკუთარი ინტერესების დაცვას აპირებს.
17 წლის მაია სასამართლო პროცესს აგრძელებს. ფილმი კი დოკუმენტურია და მოვლენებს ქრონოლოგიურად ასახავს.