ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მიმართავს სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც მის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან და ნეგატიური შინაარსის კომენტარებს უწერენ.
"არ მჩვევია პოსტების გამოხმაურება, მაგრამ მომინდა. წინა პოსტზე ვიღაცებმა დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი. როცა ადამიანი მახინჯია, ასე თქმა არ შეიძლება, უზრდელობაა. ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით დიდი ცხვირი მაქვს, დაღრეცილი ტუჩი, დაბადებიდან მაქვს კუნთის დისტროფია, მაქვს თხელი თმა, ვცხოვრობ ჩვეულებრივ, ანგრეულ ბინაში, ახლა, სულ ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა, ჩემმა შვილმა ლაპარაკი დაიწყო 4 წლის ასაკში, ალბათ, დედადაც არ ვარგივარ, რაც შეეხება ამ კომენტარებს, თუ ამან თქვენ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია. წარმატებებს გისურვებთ, მე შევხედე ყველას პროფილს და ძალიან ლამაზები იყავით ყველანი, ყოველ შემთხვევაში ჩემს თვალში. განაგრძეთ კითხვა