ბავშვის გაყინული ფეხები ბევრი მშობლისთვის გამხდარა ნერვიულობის მიზეზი. რატომ ეყინებათ ფეხები პატარებს და მოზრდილ ბავშვებს, სჭირდება თუ არა ამას გამოკვლევების ჩატარება და მიუთითებს თუ არა რაიმე დარღვევაზე. ვეცდებით, ამ კითხვებს ვუპასუხით.
18 თვემდე ბავშვებს არ აქვთ სრულყოფილად განვითარებული სისხლის მიმოქცევა, ავტონომიური ნერვული სისტემა მოუმწიფებელია, ამის გამო კიდურები შეიძლება გაცივდეს. ზოგჯერ ისინი მოლურჯო ელფერსაც კი იღებენ. თუ შეხებისას ბავშვის ფეხები ცივი მოგეჩვენათ, სანერვიულო არაფერია. საკუთარი სიმშვიდისთვის, შეგიძლიათ, წინდები ან თბილი ფაჩუჩები ჩააცვათ.
თერმორეგულაციის ნორმალიზებისთვის, სეირნობა საუკეთესო გამოსავალია. გაუკეთეთ ბავშვს ფეხის მასაჟი – თუ როგორ აკეთოთ მასაჟები სწორად, ამისათვის კონსულტაცია პედიატრთან გაიარეთ. არ ჩაფუთნოთ ბავშვი, თუ სახლში თბილა და ტემპერატურა +20 +22°C აღწევს. ცივი ფეხები არ არის ტანსაცმლის დამატების მიზეზი.
უნდა ინერვიულოთ, თუ ბავშვს არა მხოლოდ გაციებული აქვს ფეხები, არამედ აქვს სხვა სიმპტომებიც: სხეულის ტემპერატურის მომატება, მადის დაქვეითება, ძილიანობა, გამონაყარი, დიარეა და ა.შ. მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ წლების შემდეგ ცივი ფეხები კვლავ პრობლემად რჩება, ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებდეს. ყურადღება მიაქციეთ, უჩივის თუ არა ბავშვი, ფეხებში სიცივეს. რა ვითარებაში ხდება ეს - ქუჩაში სეირნობის დროს თუ თბილ ოთახში.
მიზეზები, რომლებმაც შეიძლება ბავშვს ფეხების გაციება გამოიწვიოს:
თუ ფეხები გარეთ ყოფნისას გაუცივდა, მაშინ ორ რამეზე უნდა იფიქროთ: ან ამინდთან შედარებით არასაკმარისად თბილად ეცვა, ან აქტიურად არ მოძრაობდა.
აუცილებლად შეარჩიეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამინდის მიხედვით. თუ ზედმეტად თბილად ეცმევა, ფეხი ოფლიანდება და მერე გაეყინება.
თუ ბავშვი წელიწადნახევრისაა და უმეტესად ეტლში ზის, თქვენზე ოდნავ თბილად ჩააცვით. დამატებით შეიძლება პლედი ეფაროს.
უფროსები (4 წლიდან), პირიქით, უფრო აქტიურად მოძრაობენ, ვიდრე მათი მშობლები. თუ თქვენი შვილი ბევრს დარბის, ნაკლებად თბილად ჩააცვით. გაოფლიანდება და მაშინვე შესცივდება, როგორც კი მოძრაობას შეწყვეტს.
თუ ჩექმებში ფეხები უცივდება, შესაძლოა, ფეხსაცმელი ძალიან პატარაა და ფეხები უმოძრაოდ აქვს გაჭედილი. თუ ფეხსაცმელი რამდენიმე ზომით დიდია, მაშინ ფეხები იმის გამო გაიყინება, რომ ძალიან ბევრი ცარიელი ადგილი დარჩება, რომელსაც ბავშვის ფეხები ვერ გაათბობს.
ასევე მიაქციეთ ყურადღება, როგორი წინდები ან კოლგოტები აცვია ბავშვს. შესაძლოა, ბამბა არ არის მისთვის შესაფერისი: ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ტენიანობას. ზამთარში სცადეთ შალის ან შალისა და სინთეტიკის ნარევი წინდები.
ასევე ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ხარისხს. თუ ფეხსაცმლის ძირი მეტისმეტად თხელია, ფეხი გაიყინება.
კიდურებში მუდმივი სიცივის შეგრძნება შესაძლოა ფარისებრ ჯირკვალთან არსებულ პრობლემებზე მიუთითებდეს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის დროს სხეული არ გამოიმუშავებს საკმარის ყავისფერ ცხიმს, რომელიც სხეულს ათბობს.
ყურადღება მიაქციეთ არის თუ არა სხვა სიმპტომები:
ანემია არის ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონის დროს. ანემიის მიზეზები არაერთია: რკინის ნაკლებობა არასწორი კვების გამო, გენეტიკური მიდრეკილება (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მემკვიდრეობით მიღების რისკი) და სხვა. ამ დაავადებას ახასიათებს ცივი კიდურები. ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს სხვა სიმპტომები:
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებთ, მიმართეთ პედიატრს. ის დამატებით ანალიზებს დანიშნავს, რიტაც ანემიის დიაგნოზი დაზუსტდება.
ცივი კიდურები D ვიტამინის ნაკლებობის ბრალიც შეიძლება იყოს. ამას თან ახლავს ოფლიანობა, განსაკუთრებით ძილის ან კვების დროს. ასეთ ბავშვს რაქიტის განვითარების რისკი ემუქრება. პირველი ნიშნები შეიძლება იყოს მოუსვენრობა და გაზრდილი აგზნებადობა კაშკაშა შუქზე, ხმამაღალი ხმებზე.
კიდურების გაციების სხვა მიზეზები:
ჰიპერაგზნებადობის სინდრომის დროს ბავშვებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნიკაპისა და კიდურების ტრემორი, უმიზეზო ტირილი, ძილის დარღვევა და კუნთების ტონუსის მომატება. პრობლემის იდენტიფიცირებისთვის ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნეიროსონოგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვების დუპლექსის სკანირება, ელექტროენცეფალოგრამა, ელექტრონეირომიოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა ან ხერხემლის რენტგენოგრაფია.