მრავალშვილიან დედას ძალიან უხაროდა, რომ მისი მეუღლე ცნობილი ქირურგი იყო. ის გამუდმებით ფიქრობდა, რომ გარეგნობაში რაიმე უნდა შეეცვალა და გაეუმჯობესებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ზღვარი დაკარგა და საკუთარ აკვიატებას ემსხვერპლა...
ალბათ, ისტორიები წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შესახებ არაერთხელ მოგვისმენია. ადამიანები ხშირად საუბრობენ, რომ კონკრეტულმა პროცედურამ მათზე ცუდად იმოქმედა, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი მიიღეს და ჯანმრთელობა დაიზიანეს. თუმცა, 3 შვილის დედას, 33 წლის ჰილარი ბრაუნს პლასტიკური ქირურგიისადმი გადამეტებულმა ინტერესმა ჯერ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, შემდეგ კი მისი გარდაცვალება გამოიწვია...
როგორც წესი, არაფრის ეშინოდა, რადგანაც პლასტიკური ქირურგი მისი მეუღლე იყო და მას ბოლომდე ენდობოდა. თუმცა, ბოლო პროცედურა ტრაგიკულად დასრულდა - ქალს გული გაუჩერდა.
ქალი ორი წლის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე ფლორიდაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგი - ბენ ბრაუნი იყო. ჰილარის წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავდა.
როგორც ცნობილია, ჰილარის გარეგნობის გაუმჯობესებისა და გარკვეული დეტალების შეცვლის დაუძლეველი სურვილი ჰქონდა. მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ამდენი ოპერაციის ჩატარება მისთვის სარისკო იყო, თუმცა ქმარი მხარს უჭერდა და მის ყველა სურვილს ასრულებდა.
"მას შეეძლო, ოპერაცია მაშინ გაეკეთებინა, როცა მოუნდებოდა", - ამბობს გარდაცვლილი ქალის მამა.
ნოემბრის ბოლოს, 3 შვილის დედამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, მორიგი პროცედურა ჩაეტარებინა. თუმცა, სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდაზე გული გაუჩერდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
საქმეზე მოკვლევა დაიწყო. გამოძიების ვერსიით, ქალის გულის გაჩერების მიზეზი კონკრეტული პრეპარატის დიდი დოზით გამოყენება გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო შეცდომა მოხდა.
ჰილარი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ახლა გამოძიება ახალგაზრდა ქალის ქმრის შესაძლო დანაშაულის ვერსიაზე მუშაობს. ბენ ბრაუნი კატეგორიულად უარყოფს, რომ ცოლის გარდაცვალებაში რაიმე წვლილი აქვს. ექიმის ოჯახი მის დასაცავად გამოვიდა, ღია წერილი გამოაქვეყნეს და ყველა ის ადამიანი დაგმეს, რომლებიც ექიმს ბრალს სდებენ. გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით, უცნობია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება სამედიცინო შეცდომის ბრალი იყო, თუ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო მორიგ პროცედურას.