40-50 წლიდან ქალის სხეულში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება, რომ საჭირო ხდება გარკვეული კვებითი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. როგორც ექიმი ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე გადაცემა "შენი დილას" ეთერში აცხადებს, მენოპაუზური და პრემენოპაუზური ასაკის დროს ქალბატონები მიდრეკილნი არიან ანთებითი პროცესებისადმი, აუტოიმუნური დარღვევებისკენ.
"ეს არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმის ბრძოლას შეცდომით იწყებს საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ. ზოგიერთი საკვები რომ ანთების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ამას წყალი არ გაუვა. ასეთია მარტივი ნახშირწყლები, გადამუშავებული ზეთები, მუდმივი კვების პროცესი - ეს ყველაფერი სხეულში ანთებით პროცესებს იწვევს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანთებითი პროცესების მართვაა. სიმპტომები, რომლებიც პრემენოპაუზურ და მენოპაუზურ ცვლილებებს მოსდევს, წამოხურება, თავის ტკივილები, ემოციური ცვლებადობა, გარკვეულწილად მართვადია ჯანსაღი კვებით.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტები, არამედ ამ პროდუქტების ერთობლიობა. საქმე ისაა, რომ სასარგებლო პროდუქტები ზოგჯერ ან ხელს უშლიან ურთიერთშეწოვის და სარგებლობის პროცესს, ან წაახალისებენ" - ამბობს თორნიკე ენუქიძე.
რომელი საკვები პროდუქტები „უხდება“ და აძლიერებს ერთმანეთის სარგებლიანობას - ამის შესახებ იხილეთ ვიდეო.