ეს ტრაგედია ქალაქ ირკუტსკში დატრიალდა. კორპუსში გაჩენილ ხანძარს ცოლ-ქმარი და მათი უფროსი შვილი ემსხვერპლნენ. ორი ბავშვი კლინიკაშუა...
ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლებმა კვამლის სუნი 11 დეკემბერს, საღამოს 11-ის ნახევარზე იგრძნეს. სახანძრო სამსახური გამოიძახეს, თუმცა ხუთსართულიანი შენობა უკვე ძლიერად იყო დაკვამლიანებული.
როგორც ცნობილია, ხანძარი მე-5 სართულზე, მრავალშვილიან ოჯახში გაჩნდა, თუმცა ცეცხლი მეზობელ სახლებშიც მალევე გავრცელდა. მაშველები აქტიურად მუშაობდნენ, მოსახლეობის შენობიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა სამწუხაროდ, მე-5 სართულამდე აღწევა ვეღარ შეძლეს.
სამი შვილის დედა მიხვდა, რომ გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, ამიტომ, ფანჯარასთან მივიდა და მეზობლებს ანიშნა, რომ ბავშვების გადაგდებას აპირებდა.
მეზობლები მათი ფანჯრების ქვეშ შეგრივდნენ და ბავშვების დაჭერასაც ეცადნენ.
26 წლის ქალმა ჯერ 7 წლის გოგონა გადააგდო, შემდეგ - 4 წლის ბიჭი, მოგვიანებით კი თავად გადახტა... ქმარი და უფროსი - 9 წლის ვაჟი ბინაში დარჩნენ.
ბავშვები სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა - ის მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით, როცა ხანძარი ჩააქრეს, სახლში 27 წლის მამაკაცისა და 9 წლის ბიჭის ცხედრები იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.