აშშ-ში ოთხი თვის ბავშვი, რომელიც ძლიერი ტორნადოს შემდეგ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს - იგი ხეში იყო გაჭედილი. მშობლების განცხადებით, ბავშვი შაბათს, ძლიერი ტორნადოს შემდეგ გაუჩინარდა. მედიკოსების ცნობით, მას მხოლოდ მცირე სისხლჩაქცევები და ჭრილობები აღენიშნება.
"ტორნადომ ჩვენს სახლს სახურავი გადახადა, რამდენიმე წამში შევნიშნე, რომ ბასინეტი, რომელშიც ჩემი შვილი იწვა, გაუჩინარდა. მეგონა, მკვდარი იყო, ამაში დარწმუნებული ვიყავი და მისი პოვნის იმედიც დაკარგული გვქონდა. მაგრამ ღვთის მადლით, ის გადარჩა“,- განაცხადა ბავშვის დედამ, სინდი მურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. განაგრძეთ კითხვა