თუ ამ 10 შეკითხვიდან, ყველას სწორად გასცემთ პასუხს, კარგი ზოგადი განათლება გაქვთ - მშობლები

თუ ამ 10 შეკითხვიდან, ყველას სწორად გასცემთ პასუხს, კარგი ზოგადი განათლება გაქვთ

2023-12-19 12:09:33+04:00

ეს 10 შეკითხვა სხვადასხვა სფეროდანაა და თქვენს ზოგად განათლებასა და ცოდნას შეამოწმებს. თქვენი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხის მოგროვება შეძლოთ. ხოლო, თუ რომელიმეზე პასუხი არ გექნებათ, ბოლოს შეგიძლიათ, შეამოწმოთ:

1. რომელი პლანეტაა ყველაზე ახლოს მზესთან?

  • მარსი
  • მერკური
  • დედამიწა

2. რამდენი პოემის ავტორია ნიკოლოზ ბარათაშვილი?

  • ერთის
  • ორის
  • სამის

3. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაში რომელ ელემენტს განასახიერებს O?

  • წყალბადს
  • იოდს
  • ჟანგბადს

4. რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს, ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოებში?

  • მანანა
  • კესო
  • სახელი უცნობია

5. რამდენი სანტიმეტრია 1 მეტრში?

  • 100
  • 60
  • 1000

6. ვინ არის "ნატვრის ხის" რეჟისორი?

  • რეზო ჩხეიძე
  • თენგიზ აბულაძე
  • ზაზა კოლელიშვილი

7. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ მიეკუთვნება ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოებს?

  • ვატიკანი
  • მონაკო
  • ჩილე

8. რომელია ცნობილი ავტორის რეალური სახელია ანრი მარი ბეილი?

  • სტენდალის
  • მარკ ტვენის
  • ჯორჯ ორუელის

9. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე?

  • დავით აღმაშენებელი
  • ბაგრატ III
  • გიორგი I

10. რომელ ქვეყანაშია ბუკინგემის სასახლე?

  • ინგლისში
  • ესპანეთში
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში

სწორი პასუხები

  1. მერკური
  2. ერთის
  3. ჟანგბადს
  4. სახელი უცნობია
  5. 100
  6. თენგიზ აბულაძე
  7. ჩილე
  8. სტენდალის
  9. ბაგრატ III
  10. ინგლისში